1 9 : 4 5
 | 

მთავარი თემა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სემეკში

ჩამოტვირთვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ "სემეკში". საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვის პროცესი შეწყვიტა. განხილვის გაგრძელების საშუალება კომისიის წევრებს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა არ მისცეს. 

„მე არ მოგცემთ უფლებას, რომ თქვენ ჩაატაროთ სხდომა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

პარტიის წარმომადგენლებმა სხდომის მიმდინარეობის დროს, კომისიის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს, რომ "სემეკმა" უარი თქვას ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდაზე. 

„ხართ მათ ხელში თოჯინები! კარგად ანაზღაურებადი თოჯინები!“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები