1 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მადლობა, რომ მომეცა საშუალება ვწვეოდით მდიდარი ისტორიის მქონე საქართველოს" - მაიკ პენსი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს თავისუფლებისადმი მისწრაფება აერთიანებთ.

“გადმოგცემთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალმებას, ძალიან მარტივი გზავნილის ფორმით, თქვენთვის და საქართველოს მამაცი ადამიანებისათვის – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. საქართველოს მოსახლეობა ათასწლეულების განმავლობაში ამტკიცებდა, თუ რა მამაცი სული გააჩნია, იბრძოდა იმისთვის რისიც სწამდა. ფაქტობრივად, თქვენც იგივე იგრძენით ამერიკაში სწავლისას –  დამოუკიდებლობისადმი მისწრაფება. 

მე და ჩემი მეუღლე შთაბეჭდილებით აღვივსეთ, როდესაც დავინახეთ, თუ რამდენი ადამიანი შეგვხვდა, რამდენს ეჭირა ამერიკის დროშები ხელში. ჩვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი, გვაერთიანებს, თქვენი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობით. დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება ვწვეოდით ქვეყანას მდიდარი ისტორიის მქონე საქართველოს. მინდა, შევსვა თქვენი ქვეყნის სადღეგრძელო, რათა საქართველო იყოს აყვავებული ძლიერი ქვეყანა, ასევე მინდა შევსვა თავისუფლების სადღეგრძელო, რომლის რწმენა გვაერთიანებს”, – განაცხადა მაიკ პენსმა მის საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები