ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ
2023-03-13 14:02:36
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ლიბერთის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონის 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამები. სასწავლო კურსი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ. 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ფერმერთა სკოლაში ჩართულობაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია. ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
თიბისის მხარდაჭერით კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი - ციურიხი“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩ...
თიბისი კონცეპტი და გაზეთი “სამასსამოცდახუთი”, გაზეთის მესამე გამოცემასთან დაკავშირებით, გიწვევთ ლაშა ბაქრაძის და ბელა წიფურიას მოხსენებებზე. გაზეთი "სამასსამოცდახუთი" ყოველწლიური გა...
საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო. ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებ...
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა თიბისი 2023 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით...
საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორ...
ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლ...
პორშეს პრემიუმ ავტომობილების მფლობელებს „პორშე ცენტრი თბილისი“ საგარანტიო მომსახურების პერიოდის გაგრძელებას სთავაზობს. ავტომობილის პორშეს ცენტრში შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი სამწლიან ...
კომენტარები