თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის მოსამზადებლად აქტიური პერიოდი იწყება. საბურავი, ხუნდები, აკუმულატორი და ანტიფრიზი - ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც ზამთარში მანქანით უსაფრთხო გადაადგილება წარმოუდგენელია. საბურავებისა და ხუნდების ტიპი და მდგომარეობა პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე, აკუმულატორი - ელექტრობის გამართულ მუშაობაზე, ხოლო ანტიფრიზი ძრავის და მისი დეტალების ყინვისგან დასაცავად გვჭირდება.
ზამთრის სეზონისთვის ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტებზე „თეგეტა მოტორსში“ Black Friday კვირეულის ფასდაკლებები იწყება.
23 ნოემბერი - 40%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე
ზაფხულისა და ზამთრის საბურავი საკმაოდ განსხვავებულია თავისი შემადგენლობით. ეს კი ტემპერატურის ცვლილების დროს ნათლად აისახება საფართან მოჭიდებაში. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ცივი სეზონის დადგომამდე ზაფხულის საბურავის ზამთრის საბურავით შეცვლა. ამისათვის 23 ნოემბერი საუკეთესო შანსია.
ამ დღეს „თეგეტა მოტორსში“ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 40 %-იანი ქეშბექი გელით.
24 ნოემბერი - 40%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტზე
მაღალი ხარისხის ზეთი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ავტომობილისთვის, რადგან სწორედ მისი ხარისხიანი შემადგენლობის წყალობით ნაკლებად იცვითება ძრავის მოძრავი დეტალები და შესაძლებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, ამინდების გაუარესებასთან ერთად, შევამოწმოთ ანტიფრიზის რაოდენობა და რესურსი, რომ თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება.
საცხებ-საპოხი მასალების (ზეთები, ანტიფრიზები, ავტოქიმია და სხვა) სრულ ასორტიმენტზე 24 ნოემბერს „თეგეტა მოტორსი“ 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ.
25 ნოემბერი - 50%-იანი ქეშბექი პროდუქციისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე
ზამთარში მანქანის მოსამზადებლად პირველი და აუცილებელი პროცედურა მისი დიაგნოსტიკაა, ხოლო უსიამოვნებების აღმოჩენის შემთხვევაში - ამ ყველაფრის ხარისხიანი პროდუქტითა და პროფესიონალი კადრების დახმარებით მოგვარება.
25 ნოემბერს „თეგეტა მოტორსში“ პროდუქციისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. ამ დღეს კომპანიის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალები 21:00 საათამდე იმუშავებენ.
26/27 ნოემბერი - 40%-იანი ქეშბექი ნაწილებისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე
სავალი ნაწილი მანქანის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის ელემენტებიც უშუალოდ გზასთან კონტაქტზეა პასუხისმგებელი. სწორედ სავალი ნაწილის გამართულობაა უსაფრთხო მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. შესაბამისად, აუცილებელია სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული აღმოფხვრა.
„თეგეტა მოტორსში“ 26/27 ნოემბერს ნაწილებისა და სერვისის სრულ ასორტიმენტზე 40%-იანი ქეშბექით დასაჩუქრდებით.
28 ნოემბერი - 40%-იანი ქეშბექი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
ავტომობილის ელექტრული ნაწილისთვის აკუმულატორის გამართული მუშაობა მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხდება, რადგან დაბალი ტემპერატურისას, ელექტრომოწყობილობების აქტიური გამოყენების გამო, აკუმულატორის დატვირთვა იმატებს და დაბალი რესურსის შემთხვევაში ხშირია მისი მწყობრიდან გამოსვლა.
თუ ზამთრის პერიოდში ახალ, ხარისხიან აკუმულატორს ეძებთ, 28 ნოემბერს „თეგეტა მოტორსში“ აკუმულატორზე 40%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.
განსაკუთრებული ფასდაკლებები მოქმედებს ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის. თეგეტას ონლაინ შოპზე Black Friday, კვირეულის ფარგლებში, სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, 25 და 28 ნოემბერს კი - 30%-იანი ფასდაკლება.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები