1 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა“ მომავალი თაობის მხარდასაჭერად - კომპანია საფეხბურთო სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლას უფინანსებს

„მე არ მახსოვს, მაგრამ მშობლები მიყვებიან, რომ თურმე ბავშვობაში, როდესაც ვტიროდი, ერთადერთი, რითაც მამშვიდებდნენ, ფეხბურთი იყო, ჩამირთავდნენ ტელევიზორში ნებისმიერ თამაშს და მეც მაშინვე ვჩერდებოდი“.

სანამ საფეხბურთო მოედანზე მოხვდებოდა, ჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. 7 წლის იყო,პირველად მინდორზე რომ გავიდა და მწვრთნელების მოწონებაც მალევე დაიმსახურა. ორი წლით უფროსების გუნდში საკუთარ ანგარიშზე არაერთი გოლი ჩაიწერა, „ვარსკვლავს“ ეძახდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე. სხვა ოცნება არ ჰქონია,ყოველთვის დიდი ფეხბურთისკენ მიიწევდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს, 12 წლის მათე ბერიას ცხოვრების გზა უკვე არჩეული აქვს. 

მათე ბერია: „თუ იშრომებ, თავდაუზოგავად თუ ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც ვაპირებ - ვიშრომო და ვიბრძოლო ბოლომდე, რომ დიდი ფეხბურთელიგამოვიდე და ჩემი ოცნება ავიხდინო. მინდა ვიყო ნაკრების კაპიტანი, გუნდზე მქონდეს პასუხისმგებლობა. ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ. ისეთი რამე არ არსებობს, რაც მეზარება, არასდროს ვიღლები და ამიტომ მჯერა, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ“.

ფიზიკა-მათემატიკით არის გატაცებული და ინგლისურ ენასაც უკვე კარგად ფლობს 12 წლის დაჩი ლილუაშვილი. დაინტერესებულია კომპიუტერული თამაშებით, უყვარს ცურვა და გიჟდება მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა ცხოვრების მთავარი ინტერესი და მოწოდება ფეხბურთია. მათეს მსგავსად, ისიც7 წლიდან თამაშობს. პატარა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დაჩი ლილუაშვილი: „ძალიან პატარა ვიყავი,მამასთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურება რომ დავიწყე. ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და 35-ე საფეხბურთო სკოლაშიშემიყვანეს. ყველაზე მეტად ჩემს საყვარელ გუნდში, მადრიდის „რეალში“ მინდა თამაში. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება წარმატებულ ფეხბურთელს და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, თავს გამოვიჩენ თამაშებზე, ბევრს ვივარჯიშებ და მჯერა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდები და ჩემს ოჯახს დიდ სახლს ვუყიდი კუნძულზე“.

დაჩი და მათე იმ მოსწავლეებს შორის არიან, რომლებსაც საფეხბურთო სკოლაში სწავლა "თეგეტა ჰოლდინგმა“ დაუფინანსა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია 35-ე სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლის ერთი წლის საფასურს უხდის.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელი: „ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად „თეგეტა“ არაერთ აქტივობას ახორციელებს. ჩვენი კომპანიისათვის განათლება პრიორიტეტულია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდისთვის გახდეს ცოდნის მიღება უფრო ხელმისაწვდომი. შეუძლებელია მათეს, დაჩის, არჩილსა და ლუკას მოუსმინო და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით დიდი წარმატებისა და ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ“.  

35-ე სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არიან განსაკუთრებული უნარებით გამორჩეული აღსაზრდელები. ახლა ამ საქმეში სკოლას „თეგეტა ჰოლდინგიც“ ეხმარება ერთი მიზნით - უკეთესი მომავლისათვის. 

გიორგი ავსაჯანიშვილი, 35-ე სკოლის დირექტორი: „თეგეტა“ გვერდში დაგვიდგა და ჩვენს ოთხ მოსწავლეს ეხმარება, ნიჭიერ თაობას, რომლებმაც მომავალში შესაძლოა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი მხარდაჭერა ბავშვებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აღსაზრდელები აუცილებლად გვასახელებენ“.  

საფეხბურთო სკოლაში დღეს 400-ამდე ბავშვი სწავლობს. სკოლას სწავლების დიდი გამოცდილება აქვს და უკვე არაერთი კარგად ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. მომავალში მათ რიგებს მათე, დაჩი, არჩილი და ლუკაც შეუერთდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:41

    „მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე...

    დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“...

  • 13:09

    საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზე...

      წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებ...

  • 12:05

    Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების...

    თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვ...

  • 11:07

    Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება...

  • 18:14

    ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწა...

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს. რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანს...

  • 15:29

    სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Goo...

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციი...

  • 13:28

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის ...

    ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამი...