შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემი...
საქართველოს რეგიონებში უკვე ერთი თვეა, „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ტურნე მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ხორციელდე...
|
ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში.
„ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ZEG-ის ფესტივალის ფარგლებში ევროპის პრესის დაჯილდოების ცერემონია მშვენიერ თბილისში ჩავატაროთ. საქართველო არის ევროპული კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინზე და ხშირად სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გამორჩეული ჟურნალისტიკა, როგორც ეს წლების განმავლობაში პრესის პრემიაზეც გამოჩნდა, ხშირად სწორედ ასეთი ზეწოლის ქვეშ და ამის გამო იქმნება, ამიტომ თბილისი არის ადგილი, სადაც უნდა და გვინდა, რომ ვიყოთ!” - განაცხადა European Press Prize-ის დირექტორმა თომას ვან ნეერბოსმა.
15 ოქტომბერს, თბილისში ამბრის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსში უკრაინის ომი და მისი გავლენა იყო მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას. ფესტივალმა უმასპინძლა 20-ზე მეტ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა „კოლონიალიზმის გადაფასება“, „რა ხდება დასავლური საინფორმაციო სივრცის მიღმა“, „ვის მხარეს არის ტექნოლოგიები ომში?“, „დავიწყებული ომები და ღია ჭრილობები“ და ა.შ.
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, Center for Civil Liberties-ის დირექტორი ოლექსანდრა მატვიჩუკი, რომლის დამსახურებითაც, მივისე ორგანიზაციამ, ახლახან ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:
· Webpage
· Youtube
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, თიბისი, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.
საქართველოს რეგიონებში უკვე ერთი თვეა, „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ტურნე მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ხორციელდე...
თიბისის ლოიალობის პროგრამა განახლდა და ახლა უკვე ნებისმიერ მომხმარებელს, თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აქვს საშუალება, რომ ერთგული ქულები დააგროვოს. თუ უკვე გაქვთ თიბისის POS ტერმინალი,...
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხა...
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვ...
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა „თეგეტა ჰოლდინგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მასაცუგუ ასაკავა საქართველოში კავკასიაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტ...
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, მისი განვითარებისთვის საჭირო შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სესხის აღების შემთხვეაში დოლარისა და ...
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შე...
ნოემბერი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები