1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest, 29 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.

 

„ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეთვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს CV-ის წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, - განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს წამოწყებებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალის, DevFest-ის გენერალური პარტნიორები. ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე. დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელიც ცოცხალს გახდის პროცეს და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო  და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსიტემა, სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში, Google სტარტაპ აქსელერატორი და ა.შ. იქნება საქართველოს ბანკის სესია და Google-ში სტაჟირების შესაძლებლობები. ზოგადად ამ დარგისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ სფეროში გვყავდეს ძლიერი სპეციალისტები და პროფესიონალები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის საჭიროა, 24 ოქტომბრამდე შავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ExEIEI

ღონისძიება ორ ენაზე წარიმართება (ქართული და ინგლისური).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:41

    „მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე...

    დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“...

  • 13:09

    საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზე...

      წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებ...

  • 12:05

    Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების...

    თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვ...

  • 11:07

    Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება...

  • 18:14

    ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწა...

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს. რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანს...

  • 15:29

    სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Goo...

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციი...

  • 13:28

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის ...

    ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამი...