0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან.

ლარის გამყარება წინა კვირაშიც გაგრძელდა, ამჯერად სებ-ის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციებითაც კი, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. 1-12 აგვისტოს პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 70 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ივლისში, აუქციონის გარეშე, დოლარის ყიდვამ 110 მილიონი შეადგინა. თავისთავად, მინიმუმ არ გამოვრიცხავთ, რომ აუქციონის გარეშე ინტერვენციებს აგვისტოშიც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, ინტერვენციების მოცულობა 70 მილიონ დოლარზე მეტიც შეიძლება ყოფილიყო.

 

ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად ბაზრის ნეგატიური რეაქცია არ აღინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ კვირის ბოლომდე, როდესაც ლარმა პოზიციები დათმო და პარასკევის დღის ბოლოსათვის ბლუმბერგის მიხედვით აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.77-ით განისაზღვრა. რისი თქმა შეგვიძლია? თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმიდა შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის კუთხით პროგნოზი ნეგატიურია, რადგანაც ჩვენი შეფასებით, უკვე აგვისტოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი, წინა თვესთან მიმართებაში დეფლაცია უნდა დაფიქსირდეს.

 

ამავდროულად, ასევე გასათვალისწინებელია ლარის კურსის სეზონურობაც. ცალსახაა, რომ ვალუტის წმინდა შემოდინების კუთხით, სეზონურობის არგუმენტები არსებობს, მაგრამ თუ ბაზრის მონაწილეები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი აზრით დიდწილად სწორედ ასეა, ლარის სეზონურ მერყეობას სულ მცირე ნაკლებად ექნება ადგილი. მართლაც, არაა გამორიცხული, რომ „პარასკევის ავარდნა“, გარდა ლარის გარკვეულწილად ზედმეტად გამყარების აღქმისა, რასაც სებ-ის ინტერვენციებიც განაპირობებს, მე-4 კვარტალში სეზონური გაუფასურების მოლოდინმაც გამოიწვია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურსის სეზონურობა მის მიმდინარე დინამიკაში უკვე რამდენადმე მაინც გათვალისწინებულია.

 

თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით შეფასებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს რაც შეეხება, წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან მიმართებაში ნიშნული დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო/დოლარი დაახლოებით 1.05 იქნება და სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება. 2023 წლისათვის, ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებას ან სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმოს.

 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004634-qovelkvireuli-ganakhleba

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:48

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია Pallecarte...

    საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით თბილისს ქართული წარმოების მამაკაცის ტანსაცმლის ახალი ბრენდი შეემატა. პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 40 00...

  • 16:21

    გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე - „თეგეტა ...

    „თეგეტა“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია რეგიონში, გლობალური ბრენდების წარმომადგენლობების გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ქართულ ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდი -...

  • 13:38

    საქართველოს ბანკი და GITA ტექნოლოგიურ სფეროში დას...

    საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს ინოვა...

  • 11:04

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ე...

    აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის ბოლო, სრული 2022 წლისათვის 10.6%-იან საბაზო სცენართან. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი დინამიკა მცირედით, თუმცა მაინც ...

  • 12:46

    თიბისი, კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართ...

    თიბისიმ კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო ფინანსების მიმართულებით. ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა,  რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-...

  • 12:42

    “Tegeta Green Planet“ - სპეციფიკური ნარჩენების მარ...

    თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკურინარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დღეისათვის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ყველაზე ეფე...

  • 12:12

    სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის...

    დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებ...