0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქუთაისში „ავერსის“ კიდევ ერთი აფთიაქი გაიხსნა

კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელს 310-ე ფილიალი შეემატა. აფთიაქი გუშინ, 11 აგვისტოს, გაიხსნა ქუთაისის ცენტრში, წერეთლის 2 ნომერში. ახალი ფორმატისა და განსხვავებული დიზაინის ფილიალში არასამედიცინო პროდუქციის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

გახსნამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები და მომხმარებლები ევროპული ბრენდის „მესაუდას“ კოსმეტიკით დაასაჩუქრეს. როგორც „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელმა ეკა ბურძენიძემ გვითხრა, ახალ აფთიაქში აგვისტოს ბოლომდე ყოველგვარი პროდუქცია  სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება, არასამედიცინო ნაწარმის მსურველები კი განსაკუთრებული აქციებით ისარგებლებენ.

„ავერსი“ - ქართული ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი და ყველაზე საიმედო ბრენდი - მუდამ მომხმარებლის კომფორტსა და ინტერესებზეა ორიენტირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები