0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე
ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა.  ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად დააგროვოს  ბილაინის შიდა ქსელში წუთები და უნიქარდის ქულები. მოგებული წუთები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციალურ ბალანსზე ერიცხება, ხოლო უნიქარდის შემთხვევაში, ქულების მოგების შემდგომ აბონენტს უკავშირდებიან უნიქარდიდან, რათა მოხდეს რეგისტრაციის დასრულდება და მოგებული ქულების ბარათზე დარიცხვა. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი ვერაფერს შეაგროვებს, ის მიიღებს საჩუქრად 30 წუთს ბილაინისგან, ხელახლა ვერიფიკაციამდე კი 3 ცდის შესაძლებლობა ექნება.

ბილაინი აგრძელებს ციფრული ეკოსისტემის განვითარებას. თამაშების პორტალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბილაინმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მობილური თამაშების განვითარება ქართულ ბაზარზე და მოწინავე კომპანიაა ამ მიმართულებით. მალევე შეიქმნა ბილაინის მობილური თამაშების ერთიანი პორტალი, რომელიც მუდმივად ახლდება და იხვეწება. ახლა ის უკვე არა მხოლოდ ბილაინის, არამედ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად შექმნილ თამაშებსაც გააერთიანებს.  მალე ბილაინის თამაშების პორტალი განახლებული დიზაინით გაეშვება.

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები