1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დინამიკა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებაზე არ მიუთითებს და უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება კვლავ გრძელდება. ამავდროულად, საბაზო სცენარის შემუშავების მხრივ, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის წინა - 5.5%-იან პროგნოზთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე მიუთითებს.

 

ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩება და წლის ბოლოს მოლოდინი დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. ამასთან, მომდევნო კვარტლებში ყოველთვიური ინფლაციის სამიზნესთან ახლოს ნორმალიზებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მართალია არაა გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, თუმცა, თიბისი კაპიტალის სცენარით, მისი იმავე დონეზე შენარჩუნების ალბათობა შედარებით უფრო მაღალია.

 

განახლებულ მაკრო მიმოხილვაში კვლავ შენარჩუნებულია დიდწილად ნეიტრალური შეფასება ლარის კურსის მიმართ. არგუმენტების მხრივ, აღსანიშნავია, ძირითადად მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ტურიზმის აღდგენა, ისევე როგორც, მთლიანობაში, საგარეო ბალანსის გაუმჯობესება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ამავდროულად, ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მის ან იმავე ან მხოლოდ მცირედით უფრო სუსტ საპროგნოზო მაჩვენებელზე მიანიშნებს.

 

იხილეთ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:10

    ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უ...

    საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა.  ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტ...

  • 13:17

    Social Impact Award 2022 შეხვედრა ჟიურის წევრებთა...

    25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა დაეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნი...

  • 12:50

    ერთგული 5 წლისაა

      ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელი...

  • 10:54

    PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!...

    გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმა...

  • 10:38

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართებ...

  • 16:49

    საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარ...

    საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრო...

  • 13:10

    საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაც...

    საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....