1 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია აჭარაბეთმა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოების ცერემონია გამართა გამარჯვებულები ცნობილია

გუშინ, 4 იანვარს  „სილქ ფექთორი სტუდიაში“ წლის მთავარი სპორტული დაჯილდოების  adjarabet awards-ის ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოებაზე 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები და არამარტო, გამოვლინდნენ.

აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერით. აღნიშნული დაჯილდოებაც სწორედ სპორტის მხარადჭერის ნაწილია, რადგან კომპანიამ საკუთარი ინიციატივით შექმნა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოვების პროექტი „adjarabet awards“, რომელიც წელს პირველად გაიმართა და რომლის მიზანიც სწორედ სპორტსმენების, სპორტთან დაკავშირებული ადამიანების მოტივაცია და ხელშეწყობაა.

„adjarabet awards“ პროექტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე adjarabetawards.com-ზე სპორტის ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობა ქონდა მიეცა ხმა მისთვის სასურველი ნომინანტებისთვის. პროექტის ფარგლებში რვა ნომინაცია იყო, ხოლო თითოეულ ნომინაციაში წარდგენილ იქნა სამიდან-ხუთამდე ნომინანტი. ხალხის ხმათა უმრავლესობით გამოკვეთილი ორი ნომინანტიდან, თითეულ ნომინაციაში, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა დამოუკიდებლად გამოავლინეს გამარჯვებულები.

კომპანია „აჭარაბეთმა“ ორგანიზება გაუწია დაჯილდოვების ცერემონიას და საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულ სპორტსემენებს განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცათ კომპანიისგან, მათ შორის ფულადი პრიზები.

adjarabet awards 2021 წლის საუკეთესო  სპორტსმენის ტიტულები ასე გადანაწილდა:

 

• წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე


• წლის  გუნდი - საქართველოს ძიუდოს ნაკრები


• წლის აღმოჩენა - სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)


• წლის  მსაჯი - ნიკა ამაშუკელი


• წლის მომენტი - გიგა ჭიკაძე ( ჭიკაძე VS ბარბოსა)


• წლის მწვრთნელი - გიორგი ასანიძე


• წლის  პარა-სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი


• წლის დაპირისპირება - გიგა ჭიკაძე ( ჭიკაძე VS ბარბოსა)დამატებითი ინფორმაცია

 

„adjarabet awards“-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.adjarabetawards.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები