0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

adjarabet awards - წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა გრძელდება

adjarabet awards არის ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს სპორტის გამორჩეულ ადამიანებს.

„ საქართველოში ნებისმიერ სპორტსმენს ,რომელსაც გარკვეული შედეგი აქვს დადებული აუცილებლად  სჭირდება შესაბამისი დაფასება და მხარდაჭერა.

ვთვლი რომ adjarabet awards  არის  ერთ-ერთი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რომ ვარ ნომინირებული წლის საუკეთესო პარასპორტსმენის  ნომინაციაში, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო.“-განაცხადა ირმა ხეცურიანმა. 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, მსაჯი, მომენტი, მწვრთნელი, პარა-სპორტსმენი და წლის დაპირისპირება. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა გრძელდება. ამისათვის უნდა შეხვიდეთ adjarabet awards-ის გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი .

ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები