1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკამ ძლიერი  ზრდის ტემპი

 გამოავლინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმპორტის 2019 წელთან შედარებით მატების ტენდენციაზე

 დაბრუნება. რაც შეეხება

 ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, აღდგენის ნელი ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და აშშ დოლარში 

გამოხატვით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებმა 55.0% შეადგინა. ჯამურ შემოდინებებთან შედარებით, ნოემბერში უფრო 

ძლიერი იმპორტის გამო, წმინდა შემოდინებები გაუარესდა, თუმცა, ამავე პერიოდში ლარში ინვესტირება გაიზარდა.

 

ლარის მიმართ პოზიტიური განწყობების მიუხედავად, გასული კვირის განმავლობაში, თურქული ლირის მორიგი 

გაუფასურება ლარის

 შესაძლო კორექტირებაზე დამატებით კითხვებს აჩენს. თუმცა, სხვა არგუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია 

აღინიშნოს, რომ 

თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება ისტორიულად გამოირჩევა როგორც იდიოსინკრატული, 

მხოლოდ თურქეთთან

 დაკავშირებული შოკი. ეს შესაბამის გრაფიკზეა ილუსტრირებული, სადაც შედარებულია ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გადახრა 

პერიოდის საშუალოდან, თურქული ლირის ჩათვლითა და მისი გამორიცხვით.

 

ასევე, გასულ კვირას, საქსტატმა 2021 წლის მესამე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკა 

გამოაქვეყნა. მართალია, 

ნომინალურად ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ორნიშნა ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ 

გამოხატულებაში 

შემცირება დაფიქსირდა. ამასთან, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი ამავე პერიოდში გაიზარდა, თუმცა 

მატება ინფლაციის 

3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო, რაც თანხვედრაშია ინფლაციის ნორმალიზების თიბისი კაპიტალის პროგნოზთან.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 20 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები