0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება

აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც გადაწყვიტა, წვლილი შეიტანოს ქართული სპორტის და სპორტსმენების განვითარებაში და შექმნა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება adjarabet awards

„აჭარაბეთისთვის პრიორიტეტულია სპორტის განვითარება, ზუსტად ამიტომ ჩვენ მხარში

ვუდგავართ დამწყებ და პროფესიონალ ათლეტებს. რაც მთავარია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაფასებულნი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ  შეგვექმნა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება  adjarabet awards.

ყოველწლიურად ჩვენ წარმოგიდგენთ სპორტის გამორჩეულ ადამიანებს სხვადასხვა           

ნომინაციაში, შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება ორი საუკეთესო თითო ნომინაციაში,

საბოლოო გამარჯვებულებს კი ჟიური დაასახელებს.

ნომინანტების ვინაობა ცნობილი 16 დეკემბერს გახდება და  სწორედ ამ დღიდან იქნება შესაძლებელი ხმის მიცემაც. საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი.“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი ათლეტები 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები