1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ და  ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი  წარმატებული  და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მოზიდული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს დავაფინანსოთ ბიზნესების წარმომადგენლები საჭირო, გრძელვადიანი ლარის რესურსით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი საინტრესო ინიციატივის განხორციელებას შევძლებთ ერთად“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 „ვამაყობთ თიბისისთან  ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობით. თიბისის წარმატებული შედეგები, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის დროს, მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ EFSE-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება“,  - კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისა და ინვესტიციის განხორციელების გზით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:50

    „აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ...

    „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.   არაბეთის გაერთიანებულ ...

  • 16:05

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბ...

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და&nb...

  • 14:44

    თიბისელები ინოვაციური იდეებით - გაიცანით სტარტაპ დ...

    დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ, თუმცა ნებისმიერ კარგ იდეა...

  • 14:17

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული...

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათ...

  • 10:53

    Black Friday-ის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“ ...

    26-30 ნოემბერს თეგეტა მოტორსი Black Friday კვირეულის ფარგლებში ავტომომხმარებელს სერვისსა და პროდუქტებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს საუკეთესო დროა რომ ავტომობილი გამართო და ზამთრისათვის მოამზად...

  • 18:37

    Toyota bZ4X-ის მსოფლიო პრემიერა...

      ტოიოტა მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს - ნულს მიღმა (bZ) აკუმულატორიან ელექტრო ავტომობილს (BEV) - bZ4X-ს წარუდგენს.   bZ4X არის პირველი მოდელი, რომელიც ტოიოტამ სრულად ელექტრო ავტომ...

  • 18:09

    რაგბი, როგორც ცხოვრების წესი - 14 წლის ბიჭის ოვალუ...

      ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და  გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ "სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებო...