0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ასე უნდა მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის - “თეგეტა მოტორსის” ოქტომბრის რჩევები და შეთავაზებები


ტემპერატურა იკლებს, ზამთარი ახლოვდება. შესაბამისად, ახლა სწორედ იმის დროა, რომ თქვენს ავტომობილზე იფიქროთ და მანქანა ცივი ზამთრისთვის მოამზადოთ.
რა არის საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ ავტომობილი ზამთარს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს? განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბურავები, აკუმულატორი, ანტიფრიზი გაგრილების სისტემაში და მუხრუჭები, თუმცა კიდევ რამდენიმე დეტალს სჭირდება შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მწყობრში მოყვანა.
იმისათვის, რომ ზამთარს უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით მშვიდად შეხვდეთ, თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო მისამართი ახლა "თეგეტა მოტორსია", სადაც საუკეთესო სერვისისა და პროდუქციის უდიდესი არჩევანის გარდა, სპეციალური შეთავაზებები გელით. სწორედ ახლა, მანქანის ზამთრისთვის მოსამზადებლად ყველაზე ოპტიმალურ დროს, თეგეტა მოტორსში ზამთრის საბურავების ფასი 95 ლარიდან იწყება, აკუმულატორების ფასი - 79 ლარიდან, ხოლო ანტიფრიზის ფასი - 10 ლარიდან.


ზამთრის საბურავები 95 ლარიდან
ზამთარში ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბურავებია. უფრო კონკრეტულად: მანქანას ზამთრის საბურავები უნდა ჰქონდეს, ან ე.წ. მთელი სეზონის საბურავები ძალიან კარგ მდგომარეობაში იყოს. თუმცა ზამთარში საუკეთესო გამოსავალი ყოველთვის ზამთრის საბურავია, რადგან ე.წ. მთელი სეზონის საბურავების სამუხრუჭე მანძილი ყოველთვის უფრო დიდია. აი, ზაფხულის საბურავებით ზამთარში გადაადგილება კი არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული.
ზამთრის საბურავების დაყენება იმ პერიოდიდან არის მნიშვნელოვანი, როდესაც ტემპერატურა 8 გრადუსს ჩამოცდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია საბურავების ასაკის ფაქტორი - თუკი ზამთრის საბურავი ძველია, რაც არ უნდა კარგი პროტექტორები ჰქონდეს, შესაძლოა, მისი გამოყენება აღარ იყოს საერთაშორის სტანდარტებით ნებადართული. ასაკზე ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით ზამთრის საბურავების შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, რადგან წელიწადში ყველაზე მცირე ხნით გამოყენების გამო, ზამთრის საბურავები ნაკლებად იცვითება, სამაგიეროდ, ძველდება.
თეგეტა მოტორსში საბურავები უსასრულო გარანტიით იყიდება. ფაქტია, ეს ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად უსასრულო გარანტია? უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი" უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას. უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე.
ოქტომბრის აქციების ფარგლებში, თეგეტაში ზამთრის საბურავების საწყისი ფასი 95 ლარია. ასევე სპეციალური ფასდაკლებაა ისეთი ბრენდების ზამთრის საბურავებზე, როგორებიცაა Riken (135 ლარიდან), Bridgestone (165 ლარიდან) და Michelin (250 ლარიდან).

ანტიფრიზი 10 ლარიდან
ზამთრის მოახლოებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაგრილების სისტემაში სითხის შემოწმებას, რომლის გაყინვა მთელი სისტემის განადგურებას გამოიწვევს და შესაძლოა, ძრავა ფიასკომდე მიიყვანოს. "თეგეტა მოტორსში" შეამოწმებენ, რა ტემპერატურაზე შეიძლება გაიყინოს თქვენი ავტომობილის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაემატოს შესაბამისი ფერის ანტიფრიზი, ან, საუკეთესო შემთხვევაში, გამოიცვალოს სითხე მთლიანად. თუ ანტიფრიზის გამოცვლიდან 2 წელი გავიდა, რეკომენდებულია არა დამატება, არამედ შეცვლა. ეს ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია - თანაც, თეგეტაში უმაღლესი ხარისხის ანტიფრიზის ფასი მხოლოდ 10 ლარიდან იწყება.


აკუმულატორები 79 ლარიდან
აკუმულატორის შეცვლა უმეტეს შემთხვევებში ზამთარში ხდება ხოლმე საჭირო. ამიტომ, უმჯობესია, ამაზე წინასწარ იზრუნოთ. თეგეტა მოტორსში თქვენი ავტომობილის აკუმულატორს სპეციალური ტესტერით შეამოწმებენ. თუ ძაბვა 12,4 ვოლტზე ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ აკუმულატორი მწყობრში არ არის.
თეგეტა მოტორსში მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ.
ოქტომბერში მოქმედებს 20-პროცენტიანი ფასდაკლება ისეთი მაღალხარისხიანი ბრენდების აკუმულატორებზე, როგორებიცაა BEX და Exide. ამასთან, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე "თეგეტაში" უსასრულო გარანტია მოქმედებს.
როგორ უნდა მივხვდეთ რომ აკუმულატორი შესაცვლელია? თუ ერთ დღესაც ძრავის ამუშავება გაგიჭირდებათ, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ აკუმულატორმა რესურსი ამოწურა. პირვეელ რიგში უნდა შემოწმდეს ელექტრო გაყვანილობა და თვითონ აკუმულატორი. თუკი დამუხტვის შემდეგ კიდევ პრობლემა შეგექმნათ, ეს უკვე იმის დასტურია, რომ აკუმულატორს პრობლემები აქვს და უნდა მიმართოთ სერვისს.
აქვე, „თეგეტა მოტორსი" გირჩევთ: არ გადააგდოთ ძველი აკუმულატორი ნაგავში და არ დატოვოთ ბუნებაში. ეს გარემოსთვის ძალიან საზიანოა. აკუმულატორს სპეციალური უტილიზაცია სჭირდება. ამიტომ, სასურველია, ჩააბაროთ თეგეტა მოტორსში, რის შემდეგაც ახალ აკუმულატორზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებთ. ამასთანავე, თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორების უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისითაც.


30%-მდე ფასდაკლება სამუხრუჭე სისტემის სერვისზე
თოვლსა და ყინვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამუხრუჭე სისტემა გამართული იყოს. შესაბამისად, ზამთრის წინ სისტემის შემოწმება აუცილებელია. სასურველი და პრაქტიკულია, რომ ეს ზამთრის საბურავების დაყენების დროს გააკეთოთ. საბურავების შეცვლისას მარტივად შემოწმდება სამუხრუჭე დისკები და ხუნდები. ამასთან, თეგეტა მოტორსში უფასოდ შეამოწმებენ სამუხრუჭე სითხესაც - მის რაოდენობას და დუღილის ტემპერატურასაც.
ოქტომბრის თვეში "თეგეტაში" სამუხრუჭე სისტემის სერვისზე 30-პროცენტამდე ფასდაკლება მოქმედებს, ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე კი - უსასრულო გარანტია.
• სამუხრუჭე სითხის შეცვლა აპარატით - 30%-მდე ფასდაკლება
• სამუხრუჭე დისკების მოხეხვა - 30%-მდე ფასდაკლება
• სამუხრუჭე სისტემის დაჰაერება/გამართვა - 30%-მდე ფასდაკლება
• სამუხრუჭე სითხის შემოწმება - უფასოდ

საქარე მინის სითხეები და მწმენდები
ზამთარში ასევე აუცილებელია, რომ საქარე მინის მწმენდების ავზში ესხას ისეთი სითხე, რომელიც არ იყინება. არსებობს ორი ტიპის სითხე: გასაზავებელი და უკვე გაზავებული შამპუნი. გასაზავებელი სითხის შემთხვევაში შეფუთვაზე ყოველთვის მითითებულია რამდენი გრამია საჭირო საშუალოდ ერთ ლიტრ გამოხდილ წყალთან ერთად.
„თეგეტა მოტორსი" გირჩევთ: გამოიყენეთ გერმანული ბრენდის, Sonax-ის და ფრანგული ბრენდის, Motul-ის ზამთრის სითხეები იმისათვის, რომ თქვენი ავტომობილის მინები იდეალურად იწმინდებოდეს. ამასთანავე, ხარისხიანი სითხე მინის მწმენდს იცავს.
ოქტომბერი საუკეთესო პერიოდია მინის მწმენდების შესაცვლელადაც. ზამთრის მინის მწმენდებზე თეგეტაში ახლა გაორმაგებული ფასდაკლებაა, რაც ბარათის ტიპის მიხედვით 20 პროცენტამდე ფასდაკლებას გულისხმობს. მაგალითად, თუ კლასიკ ბარათის მფლობელი ხართ 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ, ვერცხლის ბარათის მფლობელებს - 14% და ოქროს ბარათით - 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

გაორმაგებული ფასდაკლება ნათურებზე და Motul-ის ზეთის შეძენისას
განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ადრე ღამდება, ავტომობილის მაშუქები არა მარტო უნდა ანათებდეს, არამედ სწორად და ზუსტად უნდა იყოს დარეგულირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან გზა არ იქნება სწორად და ეფექტიანად განათებული, ან შემხვედრ ტრანსპორტს შეუშლით ხელს. ორივე ვარიანტი სახიფათოა. ამასთან, სასურველია, მგზავრობის წინ შეამოწმოთ, არის თუ არა ფარები სუფთა - შემოდგომასა და ზამთარში ისინი სწრაფად ისვრება, რაც უსაფრთხო მგზავრობისთვის ძალიან არასასურველია.
"თეგეტა მოტორსში" ოქტომბერში ნათურებზე გაორმაგებული ფასდაკლებაა, რაც ბარათის ტიპის მიხედვით 20 პროცენტამდე ფასდაკლებას გულისხმობს.
მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის, ვისაც ახლა ძრავის ზეთის შეცვლა უწევს: პრემიუმ ბრენდის, Motul-ის ძრავის ზეთის შეძენისას ბარათის ტიპის მიხედვით გაორმაგებული ფასდაკლებით ისარგებლებთ.
გარდა ამისა, თეგეტა მოტორსში შეგიძლიათ შეიძინოთ ზამთრის საუკეთესო აქსესუარები ავტომობილისთვის - საბურავების ჯაჭვები თოვლსა და მოყინულ გზაზე კიდევ უფრო უკეთესი გამავლობისთვის, საქარე მინიდან ყინულის მოსაშორებელი, სპეციალურად ზამთრისთვის განკუთვნილი მინის მწმენდი და ა.შ.
"თეგეტა" გაფრთხილებთ: ზამთარში, მოყინულ გზაზე ავტომობილის მართვისას მოერიდეთ მკვეთრ მანევრს, ფრთხილად ააჩქარეთ და ფრთხილად დაამუხრუჭეთ მანქანა.

მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ სერვისზე
იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი" გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში" ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას" ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

ამ შემოთავაზებების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა თეგეტას ონლაინ მაღაზიაში tegetashop.ge -ზე და დისტანციური გაყიდვების ცენტრის საშუალებით (032) 226 44 44 შეგიძლიათ, სადაც სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც დაგხვდებათ, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მიიღოთ, ხოლო თბილისში კი ისარგებლოთ ექსპრეს მიტანის სერვისითაც.
და ბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის შესამოწმებლად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს" სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.
„თეგეტა მოტორსი" ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას" ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები