1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსის შეთავაზება სამსახურის მაძიებლებს

„თეგეტამოტორსის" დასაქმების პროექტი - „დაიწყეკარიერათეგეტაში" გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
პროექტის ფარგლებში აკადემიაში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება.ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
„ვისაც უყვარს ყოველდღე სწავლა, ამბიციურები და მებრძოლები არიან, გამოწვევებს უმკლავდებიან, მაშინ მათი ადგილი ნამდვილად არის „თეგეტა მოტორსში", - ეს ფრაზა ნინო ჯაყელს ეკუთვნის, რომელმაც„თეგეტააკადემიის" კურსი 2021 წლის გაზაფხულზე გაიარა და ახლა გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
მასშტაბური დასაქმების პროგრამა პირველი არ არის და 2013 წლიდან ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა შეიძინა ახალი პროფესია და დღეს უკვე წამყვან პოზიციებზე მუშაობს „თეგეტაში".
განაცხადების გაკეთება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებელ ნებისმიერ ახალგაზრდას. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა თეგეტაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, „თეგეტა" ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად „თეგეტა მოტორსის" განვითარების ისტორიაც მოწმობს.
„თეგეტა მოტორსის" შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. „თეგეტას" აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს", შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს" და იაპონურ „ტოიოტასა" და „მაზდას". მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის" ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი", „ჯეი-სი-ბი", „ჰინო" და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი", 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

თეგები:
#დაიწყეკარიერათეგეტაში
#თეგეტააკადემია
#თეგეტამოტორსი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:55

    ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში ...

    ამას წინათ ჰკითხეს - „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?" ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო - ასე დიპლომატიუ...

  • 13:23

    SOLO-სა და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“-ს ერთ...

    დეველოპერული კომპანია „რედკო", SOLO-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი აქციის შესახებ აცხადებს. SOLO მომხმარებელი, ვინც 1 ნოემბრამდე შეიძენს აპარტამენტს ციხისძირში Bamboo Beach-ში თეთრი კარკ...

  • 10:46

    TBCPayments.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლე...

    პლატფორმა Tbcpayments.ge, რომელიც თიბისიმ სპეციალურად მეწარმეების მხარდასაჭერად შექმნა, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დანერგონ და მართონ მათ ბიზნესზე მორგ...

  • 15:36

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტ...

    საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში ...

  • 14:16

    თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყო...

    გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი" თიბისისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით...

  • 11:02

    დღეს, 22 სექტემბერს, მაგთი იუბილარია! ...

    ამ დღეს მაგთი მიღწევებით ხვდება - 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით, ტრადიციულად, ტელესაკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ირჩევს მაგთის მობილურ თუ ფიქსირებულ ქსელს, ინტერნეტსა და ტე...

  • 15:01

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელა...

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის...