0 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ კონკურსის გამარჯვებულები ბაქოში ევროპის ჩემპიონატის მატჩებს დაესწრნენ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს.საფეხბურთო მატჩები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იყო, რომელსაც საქართველოდან „სოკარის“ კონკურსის გამარჯვებულები დაესწრნენ.

ევრო2020-თან დაკავშირებით „სოკარმა“ კამპანია ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. კომპანიამ საქართველოში არსებული 11 ავტოგასამართი სადგური შეფუთა და ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებად აქცია. წელს კი რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებით გაფორმებული სადგურებზე მისულმ ომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები დახვდათ. მათ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა შესთავაზეს. შეჯიბრში 8 ადამიანმა გაიმარჯვა და მათ ევრო 2020-ის მეოთხედფინალზე გასამგზავრებელი საგზური გადაეცათ.

იგივე საგზურები მოიგეს სოციალური ქსელის კონკურსის გამარჯვებულებმაც, რომლებმაც მათ მიერ გატანილი ორიგინალური გოლის ვიდეო ატვირთეს ჰეშთეგით#socarscore. 4 საუკეთესო ვიდეოს ავტორები გადაცემა „კაცების“ წამყვანებმა გამოავლინეს და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მატჩს გამარჯვებულებთან ერთადSkyBox-დან უყურეს.

გარდა ამისა, „სოკარმა“ #SocarScore ვიდეოებში შერჩეულ დამატებით 3 მონაწილეს 250 ლიტრი საწვავიც გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები