1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"აჭარაბეთი" სპორტფოტო 2020-ის პარტნიორია

დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა - „სპორტფოტო 2020"- იმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.
გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო 2020"-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც „დინამო არენაზე" გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრი არის შესული.


„აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო" - ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია "-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა - ნინი გუჯაბიძემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები