0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

REDMED-ის უფასო ვიდეოკონსულტაცია თიბისი დაზღვევის მომხარებლებს

თიბისი დაზღვევა ცხოვრების გასამარტივებლად თავის მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: თუ თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობ, შესაძლებლობა გაქვს REDMED-ის პედიატრიულ კლინიკაში ექიმის ვიდეოკონსულტაციით უფასოდ ისარგებლო. 

პედიატრის ვიდეოკონსულტაცია ხელმისაწვდომია კვირის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში. გაითვალისწინე, კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში, ექიმთან განმეორებით დაკავშირებას თანხის დამატების გარეშე შეძლებ. 

ისარგებლე პედიატრიული სერვისით, თუ:

  • გჭირდება ექიმის რჩევა;
  • გაქვს კითხვა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  • გჭირდება კვალიფიციური ექიმის რჩევა ახალშობილის მოვლის შესახებ;
  • გსურს შეაფასო და გააუმჯობესო ბავშვის კვება; 
  • გსურს ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება;
  • გჭირდება სახლიდან გაუსვლელად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაესაუბრო ექიმს; 
  • ეძებ სანდო სპეციალისტს და უპირატესობას ანიჭებ მომხმარებლების შეფასებების გამჭვირვალობას.

სასურველ პედიატრთან ვიდეოკონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია REDMED-ის აპლიკაციისა და ვებგვერდის საშუალებით.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ REDMED-ის მომსახურებით, გადმოწერე აპი: https://bit.ly/3roeZo2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები