0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი მილიონერი საქართველოში!

,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა

ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად "ლოტო 6/42’’-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

"საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ  საკუთარი "ლოტო 6/42’’-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;

"ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!! 

ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში  ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში - ლოტო!

ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის - რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!’’

- აცხადებენ "საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’.

ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა - "საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ახალი კომპანია ბაზარზე სამი  წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე "ლოტო 6/42’’-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.

"ლოტო 6/42’’-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება  სამშაბათსა და პარასკევს, ტვ "იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები