„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შორისაა 10-მდე ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აღჭურვი...
|
დღეს, თბილისში თიბისიმ მორიგი განახლებული ფილიალი გახსნა. ეს არის რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა. ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის.
ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვისაც, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალი - უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.
„თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ჩვენ ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში ვუყურებთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და შესაბამისად ვვითარდებით. ჩვენი მთავარი გზავნილი აქ.ახლაა, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე. ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ფილიალების განახლების პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების სინერგიის შედეგად შეიქმნა ახალი ფილიალების კონცეფცია.
ფილიალების სივრცული მოწყობა ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების და ღია ფერების სინთეზი კი, ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.
ყველა ფილიალში არის გამოყოფილი ერთი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებია გადატანილი, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს.
2021 წლიდან განახლებული საბანკო სივცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. თბილისში მომხმარებლების მიღება განახლებულ ფილიალებს შემდეგ მისამართებზე შეუძლია:
· ვაჟა-ფშაველას გამზ. #49
· ა. წერეთლის გამზ. #73ა
· თავისუფლების მოედანი #7
· ი. ჭავჭავაძის გამზირი #29/31/33
· ჯავახეთის ქ. (მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია)
· ვ. გორგასლის ქ. #41
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შორისაა 10-მდე ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აღჭურვი...
თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...
თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...
საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...
„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...
მარტი 2021 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები