1 5 : 2 1
 | 

ბიზნესი

ტოიოტა "LQ"- ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის

მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი "LQ", რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება.  

”წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები,“ განაცხადა LQ დეველოპმენტის ხელმძღვანელმა დაისუკე იდომ. "მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის ცხოვრების სტილი შევუსაბამოთ მღელვარებისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვამაყობთ LQ–ით, რადგან გთავაზობთ ავტომობილს, რომელსაც შეუძლია პერსონალიზირებული გამოცდილება შეგძინოთ, დააკმაყოფილოს თითოეული მძღოლის უნიკალური მობილობის მოთხოვნილებები და შექმნას კიდევ უფრო ძლიერი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის ".

როგორც მობილობის კომპანია, ტოიოტა მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ხედვა ემყარება იმ გაგებას, რომ მობილობა სცილდება ფიზიკური ტრანსპორტირების ფარგლებს და მოიცავს ადამიანის გადაადგილებისა და ემოციური ჩართულობის საჭიროებას.

 LQ იცავს ამ ფილოსოფიას ძირეული განვითარების თემის ფარგლებში - "ისწავლე, გაიზარდე, გიყვარდეს". ამ მოდელის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგია, მიზმად ისახავს შექმნას მობილობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ავტომობილსა და მძღოლს შორის, ის სწავლობს მძღოლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და რეაგირებს  შესაბამისად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...

  • 16:25

    ინკოგნიტო ბარათი

    ინკოგნიტო ბარათი წარმოადგენს არასაბანკო პლასტიკურ ბარათს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაანაღდოს „აჭარაბეთის“ მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით, ...

  • 16:24

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლა...

    1 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის...

  • 15:08

    ვის ეკუთვნის მიწა?!- ლალი ეფრემიძის დამალული სიმარ...

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ადგილობრივების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას თითქმის 100 დღეა აპროტესტებენ. ლალი ეფრემი...

  • 16:03

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებშ...

    26 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები -  იდეათ...