0 4 : 2 7
 | 

ბიზნესი

ნიკა ქურდიანი Efma-ს და Mastercard-ის წლის საუკეთესო SME ბანკირის ნომინანტია

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. 

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden,  და ა.შ.  ხოლო ნიკა ქურდიანი - წლის საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. 

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. 

კატეგორიაში „საუკეთესო SME ბანკირი“ კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ, როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე, მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე არსებობის ისტორია. 

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Efma-ს და მასტერქარდის მიერ ნიკა ქურდიანის საუკეთესო SME ბანკირის, ხოლო თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში დასახელება. ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება, რაც ნიკა ქურდიანმა და თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2020 წელს,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit  Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის, ასევე, იკავებს TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. 

გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com გარძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...