კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა
2020-11-27 20:15:17
კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით შექმნილი პლატფორმა, სადაც განთავსებულია კომპანიის მიერ ამ დრომდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი.
პლატფორმის „ინიციატივა“ მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიებისგანვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს მხარდაჭერა.
კომპანია „აჭარაბეთის“ მიზანია, თავად შექმნას პროექტები, პარტნიორებთან თანამშრომლობით და ინვესტიციით განახორციელოს ისინი. სწორედ ისეთი ინიციატივები, რომელიც კონკრეტული საჭიროებების მოგვარებაზე, მდგრადობაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, კომპანია აჭარაბეთი იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და შეაქვს საკუთარი წვლილი. ამ დრომდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ფინანსური წვლილის შეტანის კუთხით და წინ კიდევ ბევრი ინიციატივა გველის, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებს“ – განაცხადა „აჭარაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანია „აჭარაბეთისთვის“ სწორედ პასუხისმგებლიანი თამაშის ქცევის და ცნების დამკვიდრებაა. სწორედ ამ მიზნით „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმაზე „ინიციატივა“ -ზე განათავსებულია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია.
„ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პლატფორმაზე „ინიციატივა“ პასუხისმგებლიან თამაშთან ერთად, ყველა საინტერესო და საჭირო პროექტების შესახებ ვისაუბრებთ. „აჭარაბეთს“ ბევრი საინტერესო სიახლე ექნება მომავალში, რადგან არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ამასთან, პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება მუდმივად იქნება კომპანიის პრიორიტეტი“ -განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
კომენტარები