1 7 : 4 6
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

 

31 ივლისი, 2020 - საქართველო ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის,   აწარმოე საქართველოსა და   „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით  კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შეიძინა. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გადაამუშაოს მთის ლოდები  და საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) აწარმოოს. 

 „ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის  მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული. 

აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდი“-მ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდი“-ს ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა. 

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას.  პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. 

ზოდის შესახებ:

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 00:31

    კოქტეილი - ახალი პროდუქტი მაგთისგან...

    მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს.  მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტ...

  • 20:41

    ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია...

    ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები  გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა,  ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ: საუკეთესო სტ...

  • 20:27

    „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღინ...

      „აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.  ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სე...

  • 20:22

    თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რე...

    თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ პირებს ონლაინ განაცხადის შევსება  30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმუ...

  • 20:15

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხ...

    კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით...

  • 20:14

    თიბისი - მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიი...

    თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მა...

  • 20:05

    ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კო...

      ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსა...