0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ილჰამ ალიევი: სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს - განახლებულია

თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სომხეთის მორიგი პროვოკაცია აღკვეთილი იყო, მოწინააღმდეგემ კი ადეკვატური პასუხი მიიღო.

"ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე შური ვიძიეთ. სომხური მხარის ყველა მცდელობა ჩავარდა. აზერბაიჯანმა სახელმწიფო საზღვარი დაიცვა, სომეხმა ჯარისკაცებმა კი აზერბაიჯანის მიწაზე შემოსვლა ერთი სანტიმეტრითაც ვერ შეძლეს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საზღვარზე არსებული სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.

"გუშინ ღამე მე კავშირზე ვიყავი ყველა შესაბამის სტრუქტურასთან და სარდლობასთან. დღეს დილით მე ოპერატიული ინფორმაცია მაცნობეს. სიტუაცია საზღვარზე არ დასტაბილურდა. მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. სწორედ სომხეთის ხელმძღვანელობის ორპირობისა და ფარისევლური ქმედებების გამო ხდება ასეთი ინციდენტები. ერთის მხრივ, ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და ჯარების კვეთის ხაზზე ცეცხლის შეკვეთის რეჟიმის გაძლიერებისთვის დახმარებას ითხოვენ, მეორე მხრივ ჩვენს სოფლებს და სამოქალაქო მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, სამხედრო პროვოკაციებს აწყობენ, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე თავდასხმა და ჩვენი პოზიციების მიტაცება სურთ. ამ ბინძურ პოლიტიკას სომხეთი უფსკრულისკენ მიჰყავს. მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის ხელმძღვანელობას ეკისრება. აზერბაიჯანი საკუთარ საზღვრებს და ტერიტორიული მთლიანობას დაიცავს. დამანგრეველი დარტყმები, რომელიც მტერს გუშინ დღისით და დღეს ღამე მივაყენეთ, კიდევ ერთხელ ამას ადასტურებს. გარდაცვლილ სამხედროებზე შურისძიება მოხდა, მათი სისხლი არ დარჩა და არ დარჩება მიწაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხური მხარის ეს ბინძური ქმედებები მის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

"მთავრობის ეს ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიების ოკუპაცია არასოდეს შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას უკვე მიაწოდეს.

ალიევის თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აზერბაიჯანი უცხოელ სამხედროებს მოიწვევს, რათა ისინი დარწმუნდნენ, ვინ დაიწყო პროვოკაცია.

"თავისი თვალით ნახონ, ვინ მოაწყო ეს სამხედრო პროვოკაცია, რა მოხდა ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად და ვინ არის პასუხისმგებელი სიტუაციის ესკალაციაზე", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...