1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მთავრობა ბაღების საკითხით არ ინტერესდება - უმუშევარად დარჩენილი მშობლებისა და პედაგოგების რიცხვი იზრდება - ანა ნაცვლიშვილი

 

 

 

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მაობლებს შეხვდა. მისი თქმით, ბაღების გახსნის საკითხზე მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს. 

 

“შევხვდი კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს, ვითარება კრიტიკულია. 

მაშინ, როცა არაერთი ობიექტი გაიხსნა და ახალი წესების დაცვით ფუნქციონირებს, ამ დრომდე ბაღებს არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან - როდის და რა ფორმით შეძლებენ, განაგრძონ ფუნქციონირება. არაერთმა ბაღმა მიმართა სახელმწიფოს განცხადებით, რომ სათანადოდ აღჭურვილები არიან და ითხოვენ შემოწმებას, რათა გახსნის ნებართვა მიიღონ. მაგრამ პასუხად მხოლოდ უყურადღებობა და დუმილია,”_ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

“ლელოს” ლიდერის თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ბაღი ერთი რიგითი ობიექტია და  ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის. 

 

“აღსაზრდელების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ პრობლემათა მთელი წყება:

- ბავშვები ამოვარდნენ გრაფიკიდან, მათი სწავლა-აღზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია,  ვერ ახერხებენ სოციალიზაციას თანატოლებთან, ბევრ მათგანს დაერღვა ფიზიკურ აქტივობის რეჟიმი, რაც ემოციურადაც მოქმედებს მათზე. შეცვლილი ვითარება არის რეალური სტრესი ბავშვებისთვის, მეტად მწვავეა იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.

- არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან მშობლები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ, ბავშვების მოვლას შეუთავსონ სამსახურის გრაფიკი, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გამო დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო,”-აცხადებს ნაცვლიშვილი. 

 

მისი თმით, გაურკვეველია ბაღებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათგან მხოლოდ ნაწილმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. გასაგებია, რომ ვირუსი არსად წასულა, თუმცა გაცხადებულად გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში რატომღაც მივიწყებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი: ბავშვები და მათი განვითარების ინტერესი. 

 

“პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  მოხდება  ამ საკითხების სწრაფი განხილვა და სწორი გამოსავლის მოძებნა, მაგრამ პარლამენტს ისევ ხელები აქვს დაბანილი და ამისთვის არ სცალია, რეპრესიული კანონები აქვს დაჩქარებული წესით განსახილველი. 

თუ არსებობს რისკები, რომელთა დაძლევა ახალი წესებით შეუძლებელია, ბაღებს გაეცეთ დასაბუთებული პასუხი; სხვა შემთხვევაში - ვირუსის რისკები გააკონტროლონ დადგენილი წესების შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგით,  მისცენ ბაღებს წესების დაცვით მუშაობის უფლება, ხოლო მშობლებს საშუალება,  იმუშავონ შვილების უზრუნველსაყოფად,- აღნიშნა “ლელოს” ლიდერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...