1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის მაისის საშუალო ფასი.

ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფასწარმოქმნა მიბმულია კონსოლიდირებული ტენდერის ფასზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ფასებზე საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები