2 2 : 2 0
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი - შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია“ იწყებს ფუნქციონირებას.  მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია.

საწარმოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები ეკოლოგიურად სუფთა, უამღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს წარმოადგენს და არ არის ტოქსიკური. პროდუქცია შესაბამისად დამუშავებული წყლით. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფრანგული ეთერზეთები. 

საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატი და ის აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან. „ეკო ბოჰემიას“ პროდუქციას აქვს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნა. 

საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს, 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს წარმადობა თვეში 400 ტონა პროდუქტია. აქედან 200 ტონა ხელის ანტისეპტიკები, 200  კი - სადეზინფექციო საშუალებებია. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. 

შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც  ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს  გააჩნია საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით. 

„არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ეკო ბოჰემიას“ წარმოებული ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს.“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:47

    სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატ...

    გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულ...

  • 21:30

    “COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების...

    სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წ...

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...