2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს. 

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს,  რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს. 

კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია:

•         Gamo Carploonig - ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს; 

•         Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს იდეალურ მდგომარეობაში საჭირო ნაწილების მოძიებას, რელევანტურ ფასს, მდგომარეობის განსაზღვრას, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციებს; 

•         Autonomi - სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათთვის ციფრული სერვისების ადაპტირება; 

•         Email Commander - Gmail-ზე შემოსული და გაგზავნილი წერილების ძიებასა და ორგანიზებაში ეხმარება მომხმარებელს; 

•         OFFERME - კომპანიებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ შეთავაზებები და გაიცნონ თავისი მომხმარებლები,მეორე მხრივ მომხმარებლებს უმარტივებს და უზოგავს დროს, რათა მოძებნონ მათზე მორგებული შეთავაზებები; 

•         TYPLINE -  მართვის ქლაუდ სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააჯავშნინონ ადგილი რიგში ონლაინ; 

•         Reflect - აპლიკაციის საშუალებით დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო დღის ბოლოს მიუთითონ როგორი ემოციითა და განწყობით დაასრულეს დღე, აღრიცხონ რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა და რომელზე დატოვეს ოფისი; 

•         Sallus health and safety -ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის. გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს; 

•          MailMock - პროგრამისტებს ეხმარება კოდის იმ ნაწილის გამოცდაში, რომელიც მეილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი; 

•         “Tvibo -განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეოსიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში, საჯარო გავრცელებისათვის; 

•         PAYZEE - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა. 

კონკურსის გამარჯვებულები ივნისში  გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. 

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება. 

პროექტის მხარდამჭერია  ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...

  • 16:17

    „ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დ...

    „ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პი...

  • 11:38

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნე...

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღ...