0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ეფეს საქართველომ“ კარანტინში მყოფი ადამიანები ნატახტარის ლიმონათით გაახარა

„ეფეს საქართველომ“ განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით,  სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ლიმონათი გაუგზავნა. მათ შორის იყვნენ 70+ ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მთავრობის ერთიანი „ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლები და ჩვენი საამაყო ექიმები. დღეს კი ნატახტარის ლიმონათი მიიღეს კარანტინში მყოფმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. გარდა ამისა, ფონდი ნატახტარის ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, ფულად დახმარებას უწევს მათ, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.

მთლიანობაში, „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

„ეფეს საქართველო“ ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას. კომპანიას სჯერა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება დაეხმარება ქვეყანას ვირუსის დაძლევაში და ჯანმთელობას უსურვებს ყველა თავის თანამშრომელს, პარტნიორსა თუ მომხმარებელს და მთელს მსოფლიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები