1 3 : 4 9
 | 

ბიზნესი

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

„თიბისი შენთვის“ - თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის,  რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა - „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა  ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობის მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:11

    პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის...

    პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი  და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს.  ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრულ...

  • 18:43

    საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მ...

    7 აპრილი, 2020 - საქართველოს ბანკმა 55 დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფ...

  • 15:47

    თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 6...

    თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებუ...

  • 13:33

    „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო...

    ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალე...

  • 18:53

    სად თამაშობს ყველაზე მეტი მომხმარებელი ნარდს, ბურა...

    ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თ...

  • 16:22

    თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინა...

    თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯ...

  • 16:08

    ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე ...

    სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყე...