0 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლამინატი-იაფი, ეკოლოგიური და ხარისხიანი მასალა იატაკის მოპირკეთებისათვის.

დღეს ბაზარზე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის     ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მასალა-ლამინირებული იატაკია. ლამინატის გამოყენებით შესაძლებელია მიიღოთ როგორც  ხარისხიანი,  ასევე ვიზუალურად ლამაზი იატაკი ზედმეტი დანახარჯის გარეშე.  ეფექტური შედეგის მისაღებად აუცილებელია იცოდეთ მასალის სწორად შერჩევა. რჩევისთვის ჩვენ ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ლამინატი წარმოადგენს იატაკის ფილას, რომელიც შედგება 4 ფენისგან:

1.                  ლამინირებული (დამცავი) ფენა-მელამინის ან აკრილის ფისის ( ფოლიო) აპკი, თვითონ ფოლიოს სისქე ( 20,35-100  მკ) განსაზღვრავს შემდგომ პროდუქციის ცვეთამედეგობას;

2.                  დეკორატიული ფენა (დიზაინი);  დაბეჭდილი ქაღალდი  ხის ან სხვა ნებისმიერი მასალის იმიტაციით;

3.                  ნატურალური ხის ბოჭკოები HDF- (მაღალი სიმკვრივის  ბოჭკოვანი  ფილა ) ან MDF – (საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი ფილა );

4.                  ლამინატის ქვედა  PVC შრე (ძირი), რომელიც იცავს ფილას  დეფორმაციისგან.

 

ლამინატის მთავარი დადებითი მხარე მისი პრაქტიკულობაა  მონტაჟისა და ექსპლუატაციის დროს. მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივი და სწრაფია და არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ცოდნას. მომხმარებელს თავადაც შეუძლია იატაკის დაგება. ლამინატი გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ სახლებში,  ასევე კომერციულ ფართებში, მისი მოვლა და წმენდა საკმაოდ მარტივია.

ლამინატის სახეობები განსხვავდება კლასისა და სისქის მიხედვით.

არსებობს 6, 7, 8, 8.3, 10, 10.3 და 12მმ  სისქის ლამინირებული იატაკი. თუ იატაკის ზედაპირი არის იდეალურად სწორი და არაა ნესტიანი ადგილი, ნებისმიერი სისქის ლამინირებული იატაკის დაგებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ იატაკის ზედაპირი არაა იდეალურად სწორი მაშინ აუცილებელია ლამინირებული იატაკის სისქე იყოს 10მმ,11მმ,12მმ  სისქის.

რაც შეეხება ლამინატის კლასს: ლამინატის რამოდენიმე კლასი გამოიყოფა, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება.  არსებობს 31, 32, 33 და 34 კლასის ლამინატი:

 

·                     31 კლასი - რეკომენდებულია არაინტენსიური დატვირთვის  ოთახებში- საძინებელში ან კაბინეტში;

·                     32 კლასის ლამინატი - იდეალურია როგორც საცხოვრებელ ფართში ინტენსიურ და არაინტესიური დატვირთვის ოთახებში, ასევე გამოიყენება  საშუალო დატვირთვის კომერციულ ფართებშიც;

·                     33 და 34 კლასი - რეკომენდებულია  საცხოვრებელ  სახლებსა და კომერციულ ფართებში ინტენსიური დატვირთვის პირობებში.

ასევე არსებობს ნესტგამძლე ლამინატები, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება აბაზანასა და სამზარეულოში.

 „გორგიაში“ წარმოდგენილია ლამინირებული იატაკის მრავალფეროვანი არჩევანი. ქსელში 200 ზე მეტი დასახელების ლამინატი საუკეთესო ფასად - 13,50 ლარიდან დაგხვვდებათ.  ასევე „გორგიაში“ შეიძენთ ექსკლუზიური ბრენდის ლამინატებს, რომლებიც მხოლოდ გორგიაშია წარმოდგენილი. ესენია გერმანული ბრენდის „ეგერის“ ლამინატი, რომლის ფასიც იწყება 18  ლარიდან, ასევე თურქული წარმოების „ილდიზის“ ბრენდის ლამინატი, რომლის ფასიც იწყება 15,50 ლარიდან. ორივე ბრენდის ლამინატი არის ნესტგამძლე, მათი შემადგენლობის 90% ნატურალური ხეა. „ეგერისა“ და „ილდიზის“ სისქე 6 დან 12 მმ მდეა   და მიეკუთვნება 31, 32 და 33 კლასს.

ხარისხიანი და ხელისაწვდომი პროდუქციის გარდა, „გორგიას“ ყველა ფილიალში მიიღებთ პროფესიონალურ რჩევეებს ჩვენი კომპეტენტური პერსონალისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები