0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI nova 5T ქართველი მომხმარებლის წინაშე წარსდგა

უსაზღვრო ციფრული შესაძლებლობების მქონე სმარტფონი HUAWEI nova 5T უკვე საქართველოშია და მისი შეძენა  HUAWEI- პარტნიორ მაღაზიებში 1299 ლარად არის შესაძლებელი.  ავანგარდული და მოდური სმარტფონი  ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს. 

„ჩვენ უნდა შეგვექმნა ისეთი ტექნოლოგია, რომ მიგვეწოდებინა პრემიუმ ხარისხი წარმოუდგენელი პარამეტრებით - მხოლოდ 7.87მმ. სისქის სმარტფონი, რომლის წონაც  მხოლოდ 174 გრამია. ჩვენმა დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს ეკრანის განათებასა და კონტრასტზე, ისე რომ შეგვექმნა 3D ეფექტი. შედეგი უნიკალური აღმოჩნდა,“ - სმარტფონის უსაზღვრო შესაძლებლობებზე საუბრობენ  HUAWEI-ს ტექნოლოგები.

HUAWEI-ს უახლესო სმარტფონის,  nova 5T-ს  უკანა პანელი განსხვავდება წინამორბედებისგან, რომელიც ირეკლავს სხვადასხვა ფერებს და საინტერესო ფერთა გამით გამოირჩევა. ხმის რეგულირების ფუნქცია გვერდზეა ჩაშენებული და იქვე სმარტფონის ჩართვის ღიკლაკთან ერთად არის თითის ანაბჭდი, რომელიც ამარტივებს სმარტფონში შესვლის ფუნქციას. გარდა ამისა, წინა კამერა ზედა პანელის მარცხენა კუთხეშია გადმოტანილი, რაც სმარტფონს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

“გაფართოვებული ეკრანი და  მეტი ფუნქცია შენს მოწყობილობაში,” - ასეთი შეფასება მისცეს სპეციალისტებმა HUAWEI-ს მორიგ სასწაულს.  კომპანიამ  nova 5T შექმნა და მომხმარებლის წინაშე   6.26 ინჩიანი ეკრანით წასდრგა.  ეს იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება კომპანიისთვის. HUAWEI-ს სურდა შეექმნა სმარტფონის გამორჩეული ეკრანი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და გაუმჯობესებულ გამოცდილებას შესთავაზებდა საზოგადოებას - ეს იყო ეკრანი სრული გაფართოებით. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები