0 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

6 კითხვა, რომელიც სამშენებლო კომპანიას ბინის შეძენამდე უნდა დაუსვა

ბინის შეძენამდე, უძრავი ქონების პლატფორმებზე, სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში უამრავ ინფორმაციას ვეცნობით. საბოლოო ჯამში კი, ბევრი საინტერესო პროექტის ნახვის შემდეგ, არჩევანის გაკეთება გვიჭირს.

არსებობს ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც საცხოვრებელი ბინის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. ამ ჩამონათვალში შედის როგორც უსაფრთხოების საკითხები, ისე გარემო და ადგილმდებარეობა.

თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობიდან და ურბანული განვითარებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-სა და სამშენებლო კომპანია „ბინადარის“ ადმინისტრაციამ შეადგინა 6 კითხვა, რომელიც ბინის შეძენამდე დეველოპერს უნდა დავუსვათ:

1. როგორია მშენებლობის ხარისხი და რამდენად შესაბამისობაში მოდის სტანდარტებთან?

რამდენად პრესტიჟულ ან ეკოლოგიურად სუფთა გარემოშიც არ უნდა ვიძენდეთ ბინას, სასურველია, მშენებლობის ხარისხი უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

SS.ge-ის პროექტის მენეჯერი, ილია გიჯაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სხვა მახასიათებლებთან ერთად, მომხმარებლები ხშირად სამშენებლო მასალებსა და მშენებლობის ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამასვე ადასტურებს „ბინადარის“ გაყიდვების მენეჯერი ქეთი გიორგაძე. ის გვირჩევს, რომ ბინის შეძენისას თავდაპირველად, ხარისხზე გავამახვილოთ ყურადღება და დეტალურად დავაზუსტოთ, რა ტიპის სამშენებლო მასალას იყენებს კომპანია.

„ბოლომდე დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხარისხი სტანდარტებს მაქსიმალურად შეესაბამება“, - განმარტავს ქეთი გიორგაძე.

2. როგორია უბნის ეკოლოგიური მდგომარეობა?

თითქმის არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ საკითხს უყურადღებოდ ტოვებს. როგორც არ უნდა აღვფრთოვანდეთ პროექტით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკოლოგია ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ მწვანე ნარგავები და ჟანგბადით გაჯერებული გარემო უნდა იყოს ის, რაზეც არჩევანს შევაჩერებთ.

ქეთი გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ბინადარის“ პროექტებიდან ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ეკო პროექტი „ბინადარი ლისზე“, რომელიც ორსადარბაზოიან 14-სართულიან ა ბლოკსა და ერთსადარბაზოიან, 11-სართულიან ბ ბლოკს მოიცავს. მისი თქმით, პროექტის უპირატესობა 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო და შიდა პარკირებაა.

3. აქვს თუ არა საცხოვრებელ კორპუსს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა?

„ბინადარის“ გაყიდვების მენეჯერის თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინების შემდეგ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ადგილმდებარეობასაც. SS.ge-ის პროექტის ხელმძღვანელი ილია გიჯაშვილიც ადასტურებს, რომ განახლებულ ვებ-გვერდზე საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული ობიექტების ჩვენების ფუნქციაც სწორედ მომხმარებლის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე გამოჩნდა.

„ეს არის ის პირველი ეტაპი, რის მიხედვითაც მომხმარებელი ირჩევს პროექტს. მდებარეობა უნდა იყოს მოსახერხებელი, ახლოს უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ან მეტრო, სკოლები, ბაღები, მარკეტები და ზოგადად ყველა საკვანძო წერტილი, რაც აუცილებელია კომფორტული გარემოსთვის. შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიკვლიოს მომხმარებელმა პროექტის მდებარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ მოლაპარაკება კომპანიასთან“, - აღნიშნა „ბინადარის“ წარმომადგენელმა ქეთი გიორგაძემ.

4. რა პროექტები აქვს განხორციელებული სამშენებლო კომპანიას, რომლისგანაც ბინის შეძენას ვაპირებ?

ბინის შეძენისას უმნიშვნელოვანესია, ყურადღება მივაქციოთ იურიდიულ მხარესაც. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანდო კომპანიასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშენებარე ობიექტთან გვაქვს საქმე.

ხომ არსებობს რისკები, რომ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულოს აღებული ვალდებულება? ამიტომ უნდა მოვიძიოთ, ჩვენ მიერ შერჩეულ პროექტამდე, რა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა კომპანიამ და რამდენად დამაკმაყოფილებელია ისინი ჩვენთვის.

„ბინადარის“ გაყიდვების მენეჯერმა განგვიმარტა, რომ უნდა შევამოწმოთ, რამდენად შევძლებთ შერჩეული ფართის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში და შემდეგ უნდა გამოვითხოვოთ ხელშეკრულების ნიმუში.

5. რამდენად შესაბამისობაშია უძრავი ქონების საფასური მის მახასიათებლებთან?

აუცილებელია მომხმარებელმა შეაფასოს ადგილმდებარეობა, ხარისხი, პროექტის სხვადასხვა მახასიათებელი და დარწმუნდეს რომ ფასი სრულ შესაბამისობაშია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტთან.

როგორც ქეთი გიორგაძემ აღნიშნა, „ბინადარი ლისზე“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს აკმაყოფილებს. საინტერესოა, რა ხდება, ფასთან დაკავშირებით?

ბინის ღირებულების შეფასება შესაძლებელია უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-ზეც, სადაც ამისთვის სპეციალური ველია გამოყოფილი. SS.ge-ზე ბინის საფასურისა და სხვა მახასიათებლების მონიშვნის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მისი საფასური საშუალოა ანუ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შედარებით ხელმისაწვდომია.

„გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სივ­რცის შექ­მნა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ,და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­დან­ვე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გა­ა­კე­თონ სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცია; ბავ­შვე­ბი­ან ოჯა­ხებს ჰქონ­დეთ შე­ა­საძ­ლებ­ლო­ბა ჯან­საღ გა­რე­მო­ში იცხოვ­რონ“, - აღნიშნა ქეთი გიორგაძემ.

6. რამდენად ხელსაყრელია ბინის ფართობი?

„ბინადარში“ გვირჩევენ, რომ ბინის შეძენისას სწორად შევაფასოთ ბინის ფართობი და ამის მიხედვითაც შევარჩიოთ სასურველი საცხოვრებელი.

„ასევე, თავიდანვე უნდა დააზუსტოთ ბინაში განათების წერტილების რაოდენობა, განსაკუთრებით მაშინ თუ ტიხრების მოწყობას თავად გეგმავთ“, - განგვიმარტეს „ბინადარში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები