0 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რომელი მცენარეები გამოყოფენ ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს?

სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მცე­ნა­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქვეყანაში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქებში, სა­დაც ხშირი მშენებლობები და გამონაბოლქვია, რის შედეგადაც ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა მუდ­მი­ვად რის­კის ქვე­შაა. ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალი ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის მომარაგებაა, რომლებიც ჟანგბადსაც გამოყოფენ და ვიზუალურადაც ალამაზებენ სახლს.

მაშ ასე, რომელი სახლის მცენარეები გამოყოფენ ყველაზე მეტ ჟანგბადს? 

დეტალური ინფორმაციისათვის ჰიპერმარკეტების ქსელის, „გორგიას“ ფლორისტს მივმართეთ. ფლო­რის­ტმა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა რამოდენიმე მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ოთახ­ში ყვე­ლა­ზე მეტ ჟანგბადს გა­მო­ყოფს და შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ერ­საც აჯან­სა­ღებს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ მცე­ნა­რე­ებს უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს და შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა მათ­გა­ნი რო­გორც სა­ძი­ნე­ბელ­ში, ისე ნე­ბის­მი­ერ ოთახ­ში, მათ შო­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც გან­ვა­თავ­სოთ.

ასეთია შეფ­ლე­რა“, რომელიც ოთა­ხის ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. 

მცე­ნა­რე აქ­ტი­უ­რად შთან­თაქვს ისეთ კარ­ცე­რო­გე­ნებს რო­გო­რე­ბი­ცაა: ბენ­ზე­ნი, ფორ­მალ­დე­ჰი­დი და ტრიქ­ლო­რო­ე­თი­ლე­ნი.

სი­ნათ­ლე­ზე შეფ­ლე­რას ფოთ­ლე­ბი უჭ­რელ­დე­ბა და დიდი ოდე­ნო­ბით ჟანგბადს გა­მო­ყოფს, ანუ ჰა­ე­რის კარ­გი გამ­წმენ­დია. ფლო­რის­ტი გვირ­ჩევს, რომ ოთახ­ში ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი მცე­ნა­რე­ე­ბი­დან პირ­ველ რიგ­ში შეფ­ლე­რა უნდა შე­ვი­ძი­ნოთ.

შეფ­ლე­რას მოვ­ლა მარ­ტი­ვია: მორწყვას კვირასი ორჯერ საჭიროებს, ასევე თა­ნაბ­რად ეგუ­ე­ბა რო­გორც სი­ნეს­ტეს, ასე­ვე სიმ­შრა­ლეს.

„გორგიაში“ მას  19,50 ლარად შეიძენთ.

შეფ­ლე­რას მსგავ­სად, ფი­კუს ბენ­ჟა­მი­ნიც ჰა­ე­რის გამ­წმენ­დია და დიდი ოდე­ნო­ბით ჟანგბადს გა­მო­ყოფს. მას სახ­ლში ნა­თე­ლი ად­გი­ლი უნდა მი­ვუ­ჩი­ნოთ, ამავდრო­უ­ლად უნდა ვე­ცა­დოთ პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი არ მოხ­ვდეს.

ფი­კუს ბენ­ჟა­მი­ნი იზ­რდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 მეტ­რი ან 1,5, აქვს ჭრე­ლი ფო­თო­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მოს­ვლის წე­სებს: რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით, 15 გრა­დუს სით­ბოს მი­აღ­წევს, შეგ­ვიძ­ლია მცე­ნა­რე გა­რეთ გა­ვი­ტა­ნოთ, თუმ­ცა ქა­რი­ან ად­გილს უნდა მო­ვა­რი­დოთ, რად­გან ფოთ­ლე­ბი ცვე­ნას და­ი­წყებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მორ­წყვის პე­რი­ოდს, უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, ფი­კუს ბენ­ჟა­მინს ნი­ა­და­გი რამ­დე­ნად გა­მო­უშ­რე­ბა და ამის მი­ხედ­ვით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, რომ მცე­ნა­რე ტორფნა­რევ და პერ­ლი­ტი­ან მი­წა­ში ჩავრგოთ.

ფი­კუს ბენ­ჟა­მი­ნის ფასი „გორგიაში“  31 ლარს შე­ად­გენს.

შემდეგი მცენარე სან­სი­ვე­რიაა. ის  რო­გორც ვი­ზუ­ა­ლით, ისე გამ­ძლე­ო­ბი­თა და ჟანგბა­დის გა­მო­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მცე­ნა­რეა.

 

მისი მოვ­ლა შეფ­ლე­რას მსგავ­სად სირ­თუ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის. სან­სი­ვე­რია წყალს ნაკ­ლე­ბად ითხოვს და მორ­წყვას და­ახ­ლო­ე­ბით კვი­რა­ში ერთხელ, ან თვე­ში ორ­ჯერ სა­ჭი­რო­ებს.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მსგავ­სად, პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი მას­ზეც მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად სი­ჯან­სა­ღის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სი­ნათ­ლე ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ამ ულა­მა­ზე­სი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რის­თვის სა­სურ­ვე­ლია ფხვი­ე­რი და ნოყი­ე­რი მიწა შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მელ­საც ტორ­ფით გა­ვა­ჯე­რებთ და პერ­ლიტს გა­და­ვუ­რევთ.

სან­სი­ვე­რი­ას ხილ­ვაც „გორ­გი­ას“ შო­უ­რუმ­ში შე­გიძ­ლი­ათ და მისი ფასი  22,10 ლა­რია. 

სიმ­შრა­ლეს დრა­ცე­ნაც მარ­ტი­ვად ეგუ­ე­ბა, ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელ ოთა­ხებს ჟანგბა­დით ამ­დიდ­რებს და თით­ქმის ყვე­ლა მავ­ნე ნა­ერ­თს შთან­თქავს. 

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო ხში­რად ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევთ, დრა­ცე­ნას მოვ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და დიდ დროს არ მო­ი­თხოვს. დრა­ცე­ნა „უპ­რობ­ლე­მო“ მცე­ნა­რეა, მარ­ტი­ვად არ ფუჭ­დე­ბა და თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბე­ბას ეგუ­ე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მცე­ნა­რის­თვის სი­ჯან­სა­ღის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვი­ოს - მისი ცივ ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბაა, რად­გან ცივ­მა ჰა­ერ­მა შე­იძ­ლე­ბა ფოთ­ლე­ბი და­უ­ზი­ა­ნოს და ვი­ზუ­ა­ლი მკვეთ­რად შე­უც­ვა­ლოს.

"გორ­გი­ა­ში" გვირ­ჩი­ეს, რომ დრა­ცე­ნა უნდა ჩავრგოთ ფხვი­ერ, ტორ­ფი­ან ნი­ა­დაგ­ში. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პერ­ლი­ტის შე­რე­ვაც. მცე­ნა­რე ნელა იზ­რდე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი სი­მაღ­ლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 ან 2 მეტრს აღ­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა დრა­ცე­ნას ფასს, ის სულ რა­ღაც 19,50 ლა­რია. 

ჟანგბა­დის არა­ნაკ­ლებ დიდი მო­ცუ­ლო­ბით გა­მომ­ყო­ფი მცე­ნა­რე კრო­ტო­ნია, რო­მელ­საც სი­ნათ­ლე და პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი უყ­ვარს. 

მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, კრო­ტონს ფოთ­ლე­ბი უჭ­რელ­დე­ბა, ამი­ტომ ვი­ზუ­ა­ლით სახ­ლის მცე­ნა­რე­ე­ბის ბევ­რი მოყ­ვა­რუ­ლის ფა­ვო­რი­ტია.

კრო­ტო­ნიც ნელა იზ­რდე­ბა და ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს ითხოვს. სი­მაღ­ლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მეტ­რამ­დე იზ­რდე­ბა.

ფლო­რის­ტის თქმით, მცე­ნა­რე ფხვი­ერ, გა­ნოყი­ე­რე­ბულ ნი­ა­დაგს სა­ჭი­რო­ებს. მისი კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი მხა­რე კი ისაა, რომ შეგ­ვიძ­ლია რო­გორც სა­ძი­ნე­ბელ, ისე მი­სა­ღებ ოთახ­ში, ნა­თელ ად­გილ­ზე გან­ვა­თავ­სოთ. მისი ფასი 15,60 ლა­რია.

გორ­გი­ას“ ფლო­რის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მცე­ნა­რის მოვ­ლა მის სი­ჯან­სა­ღე­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, „გორ­გი­ა­ში“ რო­გორც მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე მათი მოვ­ლის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი. ამას­თან, ყვე­ლა მცე­ნა­რის შე­ძე­ნა ყველაზე იაფადაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები