თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
თანამედროვე სამყაროში შპალერი უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ ეკოლოგიურ, ჰაერგამწმენდ ფუნქციასაც კი შეიძლება ასრულებდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყრნრბით კი თხევადი შპალერებიც არსებობს.
სწორედ შპალერის ამ თანამედროვე სახეობებზე გესაუბრებით ამ სტატიაში. დეტალური ინფორმაციისათვის და რჩევებისთვის მივმართეთ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელს- "გორგიას" . როგორც”გორგიაში“ გავარკვიეთ, თხევადი შპალერი, რომელიც "ბიოპლასტის" სახელწოდებითაა ქსელში წარმოდგენილი, თანამედროვე ტიპის მასალაა ინტერიერისთვის. ის 100%ით ეკოლოგიურად სუფთა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედის აბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ. მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა.
ბიოპლასტის თხევადი შპალერის 30 სახეობამდეა „გორგიაში“ წარმოდგენილი, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. კვადრატულის ფასი 3 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტია ეკოლოგიურობის ხარისხი და ნესტგამძლეობა, ასევე ხმის იზოლაცია.. მსგავსი შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახებისთვის.
თხევადი შპალერის მონტაჟი ხელოსნის დახმარების გარეშეცაა მარტივად შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა შპალერის მთლიანი მასა გაიხსნას თბილ წყალში, რვა საათის განმავლობაში გაჩერდეს და შპალერიც გასაკრავად მზადაა. „შპატელის“ საშუალებით, ერთი მილიმეტრის სისქის ფენად წაუსვამთ კედელს და 24-28 საათის განმავლობაში ის გაშრება.
„გორგიაში“ ასევე ვნახეთ ეკოლოგიურად სუფთა, ჰაერგამწმენდი შპალერი, რომელიც სუნთქავს. კორეული LG-ის ფირმის და შედგება შპალერისა და მასზე დატანებული სპეციალური ეკოფენისგან. ამ ეკოფენაზე მზის შუქის, ან ოთახში განათების მოხვედრისას გამოიყოფა იონები, რომელიც ანადგურებს და შლის ოთახში დაგროვილ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს. შპალერის ზედაპირი რეცხვადია და შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ეკოლოგიური შპალერი ასევე ხელს უწყობს სახლის მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. მისი გაკვრა რეკომენდებულია განსაკუთრებით საბავშვო ოთახში. შპალერის ეს სახეობა სრულიად ახალი და ინოვაციურია. აქამდე მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა ბაზარზე.
„ გორგიაში“ დაგხვდებიან პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც თქვენს ინტერესზე, დიზაინსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში, სიამოვნებით დაგეხმარებიან.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები