0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წლების წინ და ახლა?

ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს.

თბილისის მსგავსად, აქტიური ურბანიზაცია ბევრი ქალაქის მცხოვრებთა პრობლემაა, რადგან შენობა-ნაგებობების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მწვანე საფარი ანუ ჟანგბადის წყარო მცირდება.

სახალხო დამცველმა რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (113 კვ.მ) ლატვიის დედაქალაქ რიგას აქვს. თბილისის ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, თუმცა დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქ რუსთავში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 5,4 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე მოდის.

ამ პირობებში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზომების მიღება დაგვიანებულია, რომ სუფთა ჰაერზე ცხოვრებას მხოლოდ ქალაქგარეთ თუ შევძლებთ. შესაძლოა, წლების წინ ასე ნიუ იორკის, პარიზისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობაც ფიქრობდა, თუმცა მათ უმეტესობაში დღეს ჯანსაღი გარემო აღარ „ენატრებათ“.

მოგიყვებით რამდენიმე ქალაქის შესახებ, რომლებიც აქტიური ურბანიზაციის მიუხედავად, მსოფლიოში გამწვანების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევიან:

ნიუ იორკი

ის, რაც ნიუ იორკში აუცილებლად უნდა ნახოთ, „ცენტრალური პარკია“. 1980 წელს გადაწყდა, რომ იგი ნიუ იორკის მწვანე გული და ოაზისი გამხდარიყო. პარკის გაფართოებაში ყველა ჩაერთო, როგორც მოსახლეობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ისე ქალაქის ადმინისტრაციაც და გამწვანდა ის ტერიტორიებიც, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. 2007 წელს, „მილიონი ხის პროგრამის“ ინიცირების შემდეგ, ნიუ იორკის პარკებში ადგილობრივი სახეობის ხეების რაოდენობა „ბლუმბერგის“ ჩართულობით საკმაოდ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებული ქალაქების ჩამონათვალშია, წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე ემატება. დღესდღეობით, საბოლოო ჯამში, ნიუ იორკის 57% გამწვანებულია.

 

პარიზი

გარემოს დამცველები საფრანგეთის დედაქალაქში გამწვანების ზრდაზე წლიდანწლამდე მეტად ზრუნავენ. გასული წლებისგან განსხვავებით, პარიზის სანაპიროებზე უფრო მეტი პარკი, ბაღი, გამწვანებული სახურავები, კედლები და ველობილიკები შეგხვდებათ. ამის პარალელურად შემცირდა კერძო ევტომობილების რაოდენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ეკომეგობრული გახდა.

ჰაერის მდგომარეობის გამოსასწორებლად და მწვანე საფარის გასაზრდელად, პარიზის ხელისუფლებამ ავტომობილების შემცირება დაიწყო. მაგალითად, ზოგიერთ ქუჩაზე მანქანა საერთოდ არ დაიშვება. ამასთან, მოქმედებს პარკირების საათობრივი სისტემა. რეფორმებმა შედეგი გამოიღო და 2018 წელს ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი 6.05%-ით დაეცა.

ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ავტომობილების რაოდენობის შემცირება საკმარისი არ იყო - ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდებოდა. შედეგად უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პარიზის თითქმის ყველა უბანში მცირე პარკი მაინც მოეწყო ან ეწყობა. 

 

ვილნიუსი

ჩვენი მეგობარი ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქალაქებს შორისაა. მისი 33% ტყით არის დაფარული და აქ გარემოზე მზუნველობის საკითხი ერთ-ერთი უპირველესია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლიეტუველი მოსახლეობა შეყვარებულია თავიანთი ქალაქის ხეებზე! 2008 წელს, მათ 13 ჰექტარი ტყის საფარის გაჩეხვის წინააღმდეგ უდიდესი პროტესტი გამოხატეს. ეკოლოგიაზე ზრუნავს ქალაქის მთავრობაც, მათ მოსახლეობას შესთავაზეს გადასახადების შემცირება და გრანტების გამოყოფა, თუ თავიანთ სახლებს ენერგოეფექტურს გახდიდნენ. შედეგად, შენობებში უფრო მეტად იყენებენ ორგანულ მასალებს, მცირდება სამშენებლო კოეფიციენტი და იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა. 

თბილისი

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში?

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი ფოტო, რომელზეც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული. დღეს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტობრივად, ადგილი არაა დარჩენილი, სადაც შენობა არ დგას. იგივე ვითარებაა თბილისის სხვა ცენტრალურ უბნებშიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამოდენიმე წელია K2 კოეფიციენტი თბილისშიც შეიზღუდა და თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა რეკრეაციული ზონის გათვალისიწნებით გაიცემა, თბილისი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ყველაზე „მწვანე ქალაქებს“ შორის. 

 

თუმცა დედაქალაქში ჯერ კიდევ დარჩა ადგილები, სადაც ჟანგბადის სუნთქვა შეიძლება და ერთ-ერთი მათგანი ლისია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი -  „ბინადარი ლისზე“, რომელსაც გარშემო დიდი რეკრეაციული ზონა აქვს.

ეკო პროექტი „ბინადარი ლისზე“ მოიცავს ორსადარბაზოიან, 14 სართულიან ა ბლოკსა და ერთსადარბაზოიან, 11 სართულიან ბ ბლოკს, რომლის უპირატესობაც 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებული, კეთილმოწყობილი ეზო, შიდა პარკირება -1 სართულზე  და ოც მანქანამდე გარე თავისუფალი ავტოსადგომია. ამასთან,  სადარბაზოში განთავსებულია სამგზავრო ლიფტი. 

 

გარდა იმისა, რომ პროექტი  რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი სივრცის შექმნაზეა ფოკუსირებული, მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ, დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდანვე ხელმისაწვდომ ფასად გააკეთონ სწორი ინვესტიცია;  ბავშვებიან ოჯახებს ჰქონდეთ შეასაძლებლობა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.  ეს პროექტი იმ ადამიანებისთვისაც მომხიბვლელია, რომელთაც უყვართ ბუნება, სიმშვიდე, ფეხით სიარული, კარგი ხედი და სუფთა ჰაერი, რაც ლისის ტერიტორიაზე ნამდვილად შესაძლებელია.

აღნიშნულ პროექტში ბინის მინიმალური ფართობი 40 კვადრატული მეტრია, ხოლო მაქსიმალური  - სრული სართული.

 

„ბინადარი ლისზე“ ეკოპროექტია, როგორც ტერიტორიის, ისე ფასის მიხედვით, შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საცხოვრებლად სუფთა ჰაერზე გადახვიდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...