1 8 : 0 1
 | 

ბიზნესი

ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვის

თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე - www.statusevents.ge შექმნა. 

დღევანდელი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, თიბისი სტატუსმა საკუთარ მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. 2019 წლის დასაწყისში საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისის სტატუს შეხვედრები გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან, საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბარლოდ იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

შეხვედრების ფარგლებში დღემდე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ისეთი მრავალფეროვანი თემებით შეხვდა, როგორებიცაა: თამარ გაგოშიძე - დასაქმებული ბავშვების ურთიერთობა შვილებთან; ანა კორძაია-სამადაშვილი - წერის მასწავლებელი; რეზო კორინთელი - ფსიქიკური სიჯანსაღე; ლანა ღოღობერიძე - კულტურის მნიშვნელობა ქვეყნისთვის; ნინუ კიკნაველიძე - ადრეული განათლების მნიშვნელობა; ნათია ფანჯიკიძე - სტრესის მართვა; ანდრო დგებუაძე - შინაგანი მოტივაცია; პაატა პაპავა - როგორ დავგემოთ ზაფხული ბავშვებისთვის; გია ბუღაძე - დაფარულის გამჟღავნება ხელოვნებაში; ანუნა ბუკია - ციფრული კომუნიკაცია თანამედროვე ბიზნესისთვის; გელა ჩარკვიანი - როგორ ვსწავლობდი და ვასწავლიდი; ლევან ბერძენიშვილი - რა არის სამართლიანობა და სხვა. 

მიმდინარე წლის განმავლობაში, სტატუს შეხვედრებზე მომხმარებლების აქტიური ჩართულობიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, თიბისი სტატუსის გუნდმა ამ შეხვედრების დამტებითი ფორმატით არსებობის საჭიროება დაინახა; ასევე გაითვალისწინა სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელთან უფრო კომფორტული კომუნიკაციისათვის თიბისის ციფრული, დისტანციური არხები მუდმივად ვითარდება და სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე შექმნა. 

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი მოსმენა კიდევ უფრო მარტივი და ახალ უკვე ყველასთვის შესაძლებელი გახდა. აუდიტორიის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული თემატური ვიდეოები ერთ სივრცეში გაერთიანდა და ახლა ადამიანებს თავად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, იქნება ეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი, ფსიქოლოგია, ბიზნესი, ბავშვებთან დაკავშირებული თემები თუ სხვა. სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცეში აუდიტორია მსოფლიო არენაზე სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებსაც მოუსმენს.  

სტატუს შეხვედრების ონალინ-სივრცე მსგავსი ფორმატის პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელსაც მუდმივად დაემატება ახალი ვიდეოები, პარალელურად კი, თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის სტატუს შეხვედრები გრძელდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...

  • 16:30

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომ...

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოა...

  • 16:04

    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სე...

    30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს ...

  • 13:26

    „Teliani Collection” – „თელიანი ველის“ ახალი პროექ...

    10 რჩეული ბოლნური ღვინო -„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია  „Teliani Collection” თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აე...

  • 12:27

    „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლ...

    კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებ...