თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა
2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის მესამე სეზონი დასრულდა. ცნობილმა ბიზნეს კომპანიებმა მსოფლიოს, 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გააცნეს, მათ შორის იყო კომპანია HUAWEI, რომელმაც 2019 წლის მესამე კვარტლის ბიზნეს შედეგები გამოაცხადა. 2019 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, HUAWEI -ს შემოსავალმა 610.8 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24.4% -ით მეტია და ამავდროულად, კომპანიის წმინდა მოგებამ აღნიშნულ პერიოდში 8.7% შეადგინა.
გარდა ამისა 2019 წლის პირველ სამ კავრტალში კომპანიამ 185 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. კომპანიამ სწრაფი ზრდა განიცადა ახალ ბიზნესებშიც, როგორიცაა კომპიუტერები, ტაბლეტები, და სხვა სმარტ მოწყობილობები.
HUAWEI კვლავინდებურად განაგრძობს, ICT ინფრასტრუქტურასა და ჭკვიან მოწყობილობებზე ფოკუსირებას, ოპერაციების ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებასთან ერთად. აღნიშნულმა მიდგომამ ხელი შეუწყო ოპერაციული და ორგანიზაციული სტაბილურობის შენარჩუნებას და შესაბამისად, გაამყარა კომპანიის საქმიანობა 2019 წლის პირველ სამ კვარტალში.
მხოლოდ წელს, HUAWEI - მ ხელი მოაწერა 60-ზე მეტ კომერციულ კონტრაქტს, რომელიც 5G მომსახურებას ითვალისწინებს, ამასთან, წამყვან გლობალურ გადამზიდავებთან და გლობალურ ბაზრებზე 400 000 – ზე მეტი მასიური MIMO აქტიური ანტენა (AAU) გაყიდა.
კომპანიამ კორპორატიულ ბიზნესში Huawei Horizon-ი ჩაუშვა, რომელიც HUAWEI -ის ფართო ტექნოლოგიურ გამოცდილებას ეფუძნება და ქმნის საფუძველს ციფრული სამყაროსთვის. ეს თანმიმდევრული, ღია და ეფექტური პლატფორმა HUAWEI - ს ფართო ტექნოლოგიური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. მისი საშუალებით, HUAWEI მიზნად ისახავს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად შექმნას ციფრული სამყაროს საძირკვლი და ციფრული ტრანსფორმაციიული ინდუსტრია, რომლის ღირებულებაც ტრილიონი ამერიკული დოლარია. აღნიშნული პლატფორმა დაეხმარება ისეთ სექტორებს, როგორიცაა მთავრობა, საზოგადოებრივი მომსახურების ინსტიტუტები, ფინანსები, ტრანსპორტი და ელექტროობა, რათა დააჩქაროს მათი ციფრული ტრანსფორმაცია.
2019 წლის დასასრულს ციფრული ტრანსფორმაციისთვის HUAWEI პარტნიორად 700-ზე მეტმა ქალაქმა აირჩია, აქედან 228 კომპანია არის Fortune Global-ის 500-ეულის წევრი; 58 კი Fortune Global-ის ასეულის წევრი.
მესამე კვარტალში, Huawei-მ თავისი კომპიუტერული სტრატეგიის შესახებ ხმამაღლა განაცხადა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი AI ტრენინგის კლასტერი - Atlas 900 გამოუშვა.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები