1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არჩილ თაბაგარი: აკადემიური წრის დასკვნა გამორიცხავს „ღვინის ქარხანა N1-ის“ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას

 „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, პროკურატურის წერილი, აკადემიური წრის-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურის მიერ მომზადებულ დასკვნა-ეს ის დეტალებია რომელიც “ღვინის ქარხანა #1-ის“ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა საზოგადოებას დღეს წარუდგინა და განმარტავს რომ „ღვინის ქარხანა #1“ სრულიად გამჭირვალედ შეიძინეს, სასამართლო დავა კი დამოკლეს მახვილივით არის, რომელიც წლებია კომპანიას განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს.

“მოვითხოვთ რომ 10 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე დასრულდეს ის აბსურდული დავა, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული კომპანიის თავზე და აფერხებს მის განვითარებას,” - ამის შესახებ, “ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა, “ღვინის ქარხანა #1-ის საქმეზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქმეში არსებული ახალი მტკიცებულებები წარადგინა: "სავანე - ღვინის №1 ქარხანა" რომელიც წლებია გვედავება, აცხადებს რომ 2004 წელს ქონება დაკარგა გიორგი მგალობლიშვილის დანაშაულებრივი ქმედების გამო. კერძოდ, მან 2004 წელს მიითვისა „სავანე - ღვინის №1 ქარხანა-ს“  კუთვნილი ქონება. მათ ამის დასამტკიცებლად წარმოდგენილი აქვთ. სისხლის სამართლის განაჩენი საქმეში.

ცნობილია, რომ 2019 წლის 17 სექტემბერს, გაზეთ ქრონიკა+ ში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომელიც თავდაყირა აყენებს სარჩელში გაჟღერებულ ვერსიას. კერძოდ, ირკვევა რომ 2013 წელს აღნიშნული პიროვნება  სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიორგი მგალობლიშვილის გათავისუფლება მოხდა სწორედ ჩვენი მოდავე კომპანია „სავანე ღვინის ქარხნის“ მოთხოვნით და იმ საფუძვლით რომ გიორგი მგალობლიშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია: „ანუ რა გამოდის?! ის ვერსია, რომელიც იქნა გაჟღერებული სასამართლოში, რომ თითქოს დაზარალებული კომპანია „სავანე - ღვინის №1 ქარხანა"  გიორგი მგალობლიშვილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებული კომპანია, ითხოვს ქონების დაბრუნებას აღმოჩნდა ტყუილი!“

ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია ის,  რომ გაზეთ „ქრონიკა+ ში“ გამოქვეყნებული მასალების ჭეშმარიტება, სრულად დაადასტურა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. 2019 წლის 3 ოქტომბერს გამოგზავნილი წერილით. 

„ჩვენ ასევე გვინდა საზოგადოებას წარმოვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურის მიერ მომზადებული დასკვნა-აკადემიური ნაშრომი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. დასკვნაში გაანალიზებულია მოცემული სამართლებრივი საქმე და გამოტანილია ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.ჩვენ ამ ახალ მტკიცებულებებს: გაზეთ „ქრონიკა+ში“ მოპოვებულ ინფორმაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურის მიერ მომზადებულ დასკვნას, საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილს, აუცილებლად დღესვე წარვუდგენთ სასამართლოს.  მოვითხოვთ რომ 10 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე დასრულდეს ის აბსურდული დავა, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული კომპანიის თავზე და აფერხებს მის განვითარებას.

ამასთან, ადვოკატი არჩილ თაბაგარი, საქმის მეტი გამჭირვალობისთვის, დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს 10 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დაესწრონ.„აქვე, საზოგადოებას მოვუწოდებ, 10 ოქტომბერს მობრძანდეს 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რათა, მოხდეს ამ საქმის ფართო საზოგადოებრივი გაშუქება. გამოირიცხოს ყოველგვარი შესაძლებლობა რომ იურიდიული მანიპულაციებით და ცრუ მტკიცებულებების წარდგენით მოხდეს კერძო საკუთრების დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის გადახედვა.

მოვუწოდებ ბიზნეს ომბუდსმენს კვლავ მოავლინოს მისი წარმომადგენელი მოცემულ საქმეზე, მოახდინოს საქმის სამართლებრივი მორიტორინგი. ასევე, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და დაინტერესებულ პირს, რომელთანაც გადაცემული გვაქვს ეს ინფორმაცია მობრძანდნენ მოახდინოს საქმის მონიტორინგი. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირისთვის, ექსკლუზიური მასალები, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „ქრონიკა+ ში“ ასევე გენერალური პროკურატურის წერილი და აკადემიური წრეების მიერ მომზადებული დასკვნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ, ნებისმიერი ფორმატით რაც მისაღებია თქვენთვის.“,-ამბობს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი დასძენს რომ „ღვინის ქარხანა #1“ სრულიად გამჭირვალედ შეიძინეს. მათ 10-15 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე არ ჰქონიათ.

„ჩვენ ქონება 2013-2014 წლებში შევიძინეთ. სრულიად გამჭირვალედ. არანაირი შეხება 10-15 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე არ გვქონია.თავად ის ვერსია, რომელიც სარჩელშია გაჟღერებული აღმოჩნდა ტყუილი. არანაირი დაზარალებული კომპანია არ არსებობს. გაზეთმა „ქრონიკა+ მა“ მოიპოვა 2013 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის განაჩენი, რომელსაც აპელირებს მხარე და ამბობს აგერ ბატონო განაჩენი აგერ გიორგი მგალობლიშვილმა დამაზარალა  თურმე არ არსებობს. თურმე 2013 წელს ეს განაჩენი დამდგარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმებულია“, - აღნიშნავს არჩილ თაბაგარი.შეგახსენებთ: “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები