0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო და მომხმარებელს საშუალება აქვს დაზოგოს დრო და ხარჯები" წინასწარ შეუკვეთოს მობილური აპლიკაციით სასურველი მენიუ, მიუთითოს პროდუქტის აღების მისთვის სასურველი დრო  და თავად წაიღოს შეკვეთა ხელმისწვდომი „დანკინის“ ამერიკული რესტორნიდან. მომხმარებელი იღებს ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას, როდესაც პროდუქცია მზად არის წასაღებად. 

WOLT –თან თანამშრომლობა “დანკინმა“ მიმდინარე წლის გაზაფხულს დაიწყო და აქამდე მომხმარებელს მხოლოდ შეეძლო  WOLT - ის საშუალებით „დანკინის“ მენიუ  მიეღო მისთვის სასურველ მისამართზე.  თუმცა, მომხმარებლის აქტიურობიდან გამომდინარე კომპანია მუდმივად ცდილობს საინტერესო შეთავაზებებით წაახალისოს ისინი ერთგულებისათვის.

„ვფიქრობთ “დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი მომხმარებლსთვის უგემრიელესი მენიუს მიღების უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველი ფორმაა. სასურველ დროს, სასურველი რესტორნიდან ლოდინისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, მათ შეუძლიათ დილა, შუადღე თუ საღამო „დანკინის“ ენერგიული ყავითა და უგემრელესი კერძებით შეივსონ, თან ისე, რომ  შეყოვნების გარეშე აყვნენ ცხოვრების ყოველდღიურ რითმს. თან „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი და კერძების მენიუს ფართო არჩევანიც გულგრილს ვერავის დატოვებს.“, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 68 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “visol jgufma” „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და  დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 25 ბრენდირებული რესტორანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები