0 9 : 3 9
 | 

ბიზნესი

რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა

ქუთაისში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, პირველი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩა #5-ში შეძლებენ.

თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15 -ში, ჯავახეთის ქ. #75-ში და პეკინის გამზ. #19-ში, ბათუმში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53-ში.

პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

„მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი პირველი ფილიალი ქუთაისში. რე|ბანკი ასევე მალე წარმოდგენილი იქნება ზუგდიდში, გორში და თელავში. თბილისში უკვე სამი ფილიალი გვაქვს და ერთიც ბათუმში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში. “- შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:17

    ვოლვო ქარსმა S90-ის და V90-ის განახლებული მოდელებ...

    ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს წარუდგინა S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები, რომლებიც აერთიანებენ ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ ყველაზე თანამედროვე...

  • 14:31

    საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდ...

    26 თებერვალი, 2020 - საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა. ახალი პროდუქტი მომ...

  • 14:24

    PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პ...

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა. 24 თებერვალს PSP აკადემიაში შეზღუდული შესაძლ...

  • 12:27

    ზოგჯერ უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი - „სოკარი“ 2...

    ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები - „სოკარმა“ 2019 წელს CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში...

  • 12:12

    საბა 2020 დაიწყო

    წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე sab...

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...