1 6 : 1 8
 | 

ბიზნესი

8 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდება. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს ჩატარდება.

ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება  მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს   ყოველწლიურად  უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული  ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში  შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი  მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა.  წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი,  რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. 

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი - ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი - გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება.

15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და  კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა. უნიკალური აკუსტიკის მქონე და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზებში საღამოსა და დღის კონცერტები გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:34

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები...

    „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra,  HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავ...

  • 12:21

    ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება...

    ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესს...

  • 15:46

    რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია...

    17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოი...

  • 10:38

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „უ...

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე“ახალი მობილური ინტერნეტპაკეტი საშუალებას გაძლევთ, აქტივაციიდან 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ულიმიტო ინტე...

  • 14:56

    ვოლვო თქვენი უსაფრთხოებისთვის...

    ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამი...

  • 00:25

    თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “მონოჰოლი” იხ...

    მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს,  28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდ...

  • 18:03

    „adjarabet.com“-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადა...

    adjarabet.com-ის ფილმის გადაღებები დასრულდა.  „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო   და თბილსში დასრულდა.გადაღებებს ‘’მეტრო ფროდაქშენი’’უძღვებოდა. ფილმშ...