1 5 : 5 5
 | 

ბიზნესი

HUAWEI-მ მომხმარებელს EMUI 10 ოფიციალურად წარუდგინა

HUAWEI-მ დეველოპერულ კონგრესზე ინოვაციური EMUI 10 ოფიციალურად წარადგინა. ახალი EMUI 10-ის საშუალებით კომპანია მომხმარებელს მოწყობილობებისა და აპლიკაციების  შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, სხვადასხვა მოწყობილობაზე გათვლილი  ახალი ინტერფეისი, ამცირებს დანახარჯებს და ამავდროულად, ზრდის ეფექტიანობას.

HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის განყოფილების პრეზიდენტის, ვონგ ჩენგლუს განმარტებით, EMUI 10  თავის მომხმარებლებს ნებისმიერ გარემოში, შესაბამისს  გამართულ ფუნქციონირებას სთავაზობს. თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე,  ახალი ტექნოლოგია სხვადასხვა სცენარისთვის შესაბამისს სპეციალურ პროგრამებს ავითარებს,  როგორიცაა მაგალითად აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელება ნებისმიერ სიტუაციაში, საქმიანი დავალებების შესრულება სხვადასხვა მოწყობილობებს შორის და სმარტ მოწყობილობების ფუნქციონირება, რომლებიც ავტომობილშია დამონტაჟებული.

EMUI-მ შესაძლებელი გახადა კავშირი როგორც რამდენიმე მოწყობილობას შორის, ისე მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის და განაგრძობს სერვისის გამოცდილების გაუმჯობესებას ყველა შესაძლო გარემო პირობებში.

ვონგ ჩენგლუს განცხადებით,  EMUI 10-ის ბეტა ვერსია  შიდა ტესტირებას HUAWEI P30 სერიაზე, ხოლო მოგვიანებით, 8 სექტემბრიდან, ყველა სხვა მოდელებზე გაივლის. EMUI 10 ასევე ხელმისაწვდომი იქნება Mate სერიის პროდუქტების მომავალ თაობისთვისაც.

ამჟამად, EMUI  500 მილიონზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს ითვლის 216 ქვეყანაში და მას  77 ენის მხარდაჭერა გააჩნია. ტექნოლოგიური განვითარება 2012 წელს, EMUI 1.0-ის შექმნის დღიდან დაიწყო და 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, კომპანია HUAWEI  კი ამაზე ნამდვილად არ ჩერდება და განაგრძობს ტექნოლოგიის გაუმჯობესებას. მზარდ სტატისტიკაზე დაყრდნობით, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც  სმარტფონებს EMUI 10– ით განაახლებენ, 150 მილიონს მიაღწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, HUAWEI-მ დიდი ინვესტიცია განახორციელა EMUI-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, რათა სისტემის მუშაობა უფრო მეტად გაეუმჯობესებინა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...

  • 15:28

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უა...

    15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყ...

  • 11:20

    თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში ...

  • 16:20

    თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გა...

    ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში 10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს. ა...

  • 15:13

    თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლი...

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ი...

  • 12:39

    „უნდა გავერთიანდეთ!“- გაფანტული სკლეროზის მქონე პა...

    „ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებსაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის ამ ვერაგი დაავადების გამოვლინებაში,“ - გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. წლებია, რა...

  • 12:25

    Volvo Art Night ვოლვო საქართველო გლობალური მიზნები...

    “ვოლვო ქარს თეგეტამ” მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო. ვოლვოს ამომავალი წერტილი მუდამ ადამიანის უ...