1 4 : 4 3
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

8  აგვისტო, 2019- საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის  გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის  ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს.

„IFC აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან ლარში დაკრედიტების მოცულობის გასაზრდელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე საწარმოების განვითარებისთვის. აღნიშნული საწარმოები  ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.  უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მეწარმეებს ხშირად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ასეთ დაფინანსებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის დაფინანსებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი გაფართოებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად“,-  განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა  სამხრეთ  კავკასიაში იან ვან ბილსენმა. 

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას და ბიზნესის სფეროში მათი განათლების დონის ამაღლებას. ეს  პარტნიორობა გამოცდილ ადგილობრივ ინსტიტუტთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რაც უფრო მეტ ქალ მეწარმეს დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარის დაფინანსების დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა, კრისტინა შაპირომ. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა IFC-თან თანაშრომლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას შეგვაძლებინებს. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას.  IFC-ისა და Goldman Sachs „10,000 ქალი“-ის ერთობლივი პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ მხარდაჭერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მეწარმე ქალებისთვის მეტი ფინანსური თანადგომის გაწევისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 20...

    რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2...

  • 17:10

    HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმა...

    უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32...

  • 17:05

    საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და ...

    საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზ...

  • 16:41

    საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meli...

    12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქა...

  • 16:11

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!!...

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!! ფიტითერაპეფტი ლელა გეჟაძე 2003 წლიდან მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მა...

  • 14:33

    საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობ...

    13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვი...

  • 15:41

    თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებ...

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღო...