1 4 : 4 1
 | 

ბიზნესი

თიბისიმ სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა

თიბისი ბანკმა სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად. „სითი ბანკთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით“, განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. სითი ბანკის შესახებ სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას. თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის (“TBC PLC”) შესახებ თიბისი ჯგუფი არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა. თიბისი ჯგუფი სს თიბისი ბანკის მშობელი კომპანია 2016 წლის 10 აგვისტოს გახდა. თიბისი ჯგუფი კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი TBCG და შედის FTSE 250 ინდექსში. თიბისი ბანკი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის მთლიანი წილი ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხების 38.5%-ს და არასაბანკო დეპოზიტების 41,0%-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 20...

    რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2...

  • 17:10

    HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმა...

    უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32...

  • 17:05

    საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და ...

    საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზ...

  • 16:41

    საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meli...

    12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქა...

  • 16:11

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!!...

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!! ფიტითერაპეფტი ლელა გეჟაძე 2003 წლიდან მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მა...

  • 14:33

    საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობ...

    13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვი...

  • 15:41

    თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებ...

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღო...