1 3 : 3 5
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

10 ივლისი, 2019- საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული  შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ  შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს.

 აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე,  სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე,  Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე.  შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“. ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები. 

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია,  წლებია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი ვებ პლატფორმაც www.boe.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:08

    სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლ...

    სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია  თიბისი კა...

  • 18:13

    პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში...

    პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმ...

  • 13:28

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Cha...

    21 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ...

  • 12:30

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებ...

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში - „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთ...

  • 11:33

    ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კ...

    ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგ...

  • 10:14

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს 9 ლოკაცია დაემატა. დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენწყალტუბოს რაიონის სოფლებში: საყ...

  • 10:09

    მაზდას იპონური საღამო...

    იაპონური პრემიუმ ბრენდის მაზდას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, მაზდა ცენტრი თეგეტამ, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა. სტუმრებმა მაზდას შოურუმის ნაცვლად ი...